ჩემს გარშემო
გამოგვყევი

მამკოდის საშუალო სირთულის მარშრუტი

1 დღე
38 კმ
მარშრუტი: მარშრუტი იწყება მამკოდიდან, რომელიც სოფ. ცხვარიჭამიისკენ მიემართება.
ღირსშესანიშნაობები: მამკოდა,ცხვარიჭამია
სეზონი:
ზამთარი გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: საშუალო

დღე1

ბილიკზე შესაძლებელია ველო ტურის მოწყობა

მარშრუტი იწყება მამკოდიდან, რომელიც სოფ. ცხვარიჭამიისკენ მიემართება. პირველი რვა კილომეტრის შემდეგ ასფალტს გრუნტი ენაცვლება, გზა უხვევს მარჯვნივ, სატყეო მეურნეობის გასწვრივ და ჯერ წმ. გიორგის ტაძრის, შემდეგ კი წმ. მარიამის სახ. მონასტრის მიმართულებით მიდის. მომდევნო 4.5 კმ. მანძილზე მოხრეშილი გზა ჯერ აღმართს მიუყვება, შემდეგ კი მეტად ლამაზ და გრძელ დაღმარზე ეშვება რამდენიმე ტექნიკური გადასასვლელით, რომლებიც თავისუფლად მოძრაობის საშუალებას იძლევა, რასაც სათანადოდ შეაფასებენ როგორც ნაკლებად გამოცდილი ველოტურისტები, ისე შედარებით გამოცდილებიც. შემდეგ ბილიკი კვლავ დაღმართისკენ მიემართება წმ. მარიამის სახ. მონასტრამდე, სადაც წყაროცაა და პიკნიკის მოწყობის შესაძლებლობაც.

კიდევ რამდენიმე კილომეტრის შემდეგ, დაღმართი ველოტურისტებს სოფ. ნორიოს ჩრდილოეთ ნაწილამდე მიიყვანს, სადაც ბილიკი მარჯვნივ უხვევს და აღმართით მამკოდის მთის მწვერვალამდე ადის, საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედები იშლება.

ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577640474

აღმოაჩინე თავგადასავლები

კომენტარები

მსგავსი ტურები

დიდი გადმოსახედის მარშრუტი

1 დღე
მამკოდა დიდველი თბილისის პანორამული ხედი

მამკოდა-ზედაზნის ბილიკი

1 დღე
მამკოდა ზედაზენი

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა