

ბილიკზე შესაძლებელია საცხენოსნო ტურის მოწყობა
ბილიკი იწყება სოფ. მამკოდიდან,
გაივლის ვეჯინის ხეობას და მიემართება დიდველისაკენ (ზ.დ.1440 მ) სადაც მრავალფეროვანი
ხედები და თვალწარმტაცი მცენარეული საფარი გვხვდება. დიდველიდან იშლება თბილისის შემოგარენის,
მდ. მტკვრის კალაპოტისა და ტყის პანორამული ხედები.
დიდველიდან ბილიკი მიემართება საგურამოს
ქედის მიმართულებით, ზედაზნის მონასტრამდე, სადაც VII-VIIIს-ის ზედაზნის მოქმედი ტაძრია
(ზ.დ.1200 მ). გზად კარგად მოჩანს ჯვრის მონასტერი, მდ მტკვარისა და არაგვის
ხეობები, თოვლით დაფარული კავკასიონი. ბილიკი გაივლის ზედაზნის მონასტერს და სრულდება
სოფ. საგურამოში.
ბილიკი მარკირებულია, მოწყობილია
2 საპიკნიკე, 2 საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილები, ბილიკზე შესაძლებელია კარვებში
ღამისთევა.
ბილიკის დაწყება შესაძლებელია ასევე სოფელ საგურამოდანაც.
ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით -
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა