ჩემს გარშემო
გამოგვყევი

მწყემსების ბილიკი

3 დღე
15 კმ
მარშრუტი: ბილიკი აკავშირბს #1 და #2 მარშრუტებს ერთმანეთს და საჭიროა ორი ღამისთევა ლომისმთისა და ამარათის თავშესაფარში.
ღირსშესანიშნაობები: ლომის მთა,კავკასიონის ხედები,მწყემსების ქოხები
სეზონი:
ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: რთული

დღე1

ლიკანის მცველთა საგუშაგო - ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი; დისტანცია - 15 კმ

ლაშქრობა იწყება მდინარე ლიკანის ხეობაში (900 მ. ზღვის დონიდან). ვაკეზე ლაშქრობის შემდეგ თქვენ შეხვდებით ეროვნული პარკის რუკას, საიდანაც დაკლაკნილი  ბილიკი მიუყვება მთის ფერდობს,  აღმართი დაახლოებით 3 საათს გრძელდება, შემდეგ გადის პანორამულ ხედებთან და დღის მეორე ნახევარი შედარებით იოლია.


ღამისთევა შესაძლებელია ლომის მთის ტუსრისტულ თავშესაფარში (1800 მ. ზღვის დონიდან) ან მის შემოგარენში მდებარე საკარვე ადგილზე.

დღე2

ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი - ამარათის ტურისტული თავშესაფარი; დისტანცია - 20 კმ

მეორე დღის ლაშქრობა შედარებით ხანგრძლივი და რთულია, გზად თქვენ შეხვდებით მწყემსების საზაფხულო ქოხებს, სადაც ისინი ზაფხულობით შინაურ პირუტყვს ინახავენ. მეორე დღეს ლაშქრობის დასაწყისი და დასასრული აღმართებია, დანარჩენ ნაწილზე ძირითადად ვაკე.

ღამისთევა შესაძლებელია ამარათის ტურისტულ თავშესაფარში ან კარვებში.

დღე3

ამარათის ტურისტული თავშესაფარი - აწყურის მცველთა საგუშაგო; დისტანცია - 16 კმ

ამარათის ტურისტულ თავშესაფარში ღამისთევის შემდეგ ლაშქრობა შედარებით იოლია და ეშვებით აწყურის რეინჯერთა თავშესაფრამდე.

ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 577 64 04 80

აღმოაჩინე თავგადასავლები

კომენტარები

მოგონებები

მოგონებები
1 2 3 4
ყველას ნახვა

მსგავსი ტურები

ქვაბისხევის ბილიკი

1 დღე
ლაშქრობა მთა ტყე ისტორიული ადგილები

ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი

3 დღე
ლომის მთა წიწვოვანი ტყე გადასახედი

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა