სათაფლია თავისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებით, თითოეულ სტუმარს, არაჩვეულებრივ სანახაობას ჰპირდება. სათაფლია, დაწყებული პრეისტორიული ხანის (120 მილიონი წლის წინანდელი) დინოზავრების ნაკვალევიდან, დამთავრებული კარსტული მღვიმეებით, ხაზს უსვამს საქართველოს ისტორიისა და ბუნების მრავალფეროვნებას. მისი სიდიადე მუდმივად დიდ აღტაცებას იწვევს მნახველებში და თავისი მნიშვნელობით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებიც უკავია.
სათაფლიაში აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი. სათაფლიის დინოზავრები მსოფლიოში ცნობილი სახეობებისგან განსხვავდებიან და „Satapliazaurus“-ის სახელით არიან ცნობილი.
დღესდღეობით, სათაფლიაში მოწყობილია ორი ტურისტული ბილიკი, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები, შუშის პანორამული გადასახედი, საიდანაც იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედი იშლება და დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობა. სათაფლია დამთვალიერებლებისთვის მაქსიმალურად კეთილმოწყობილი და მრავლისმომცემი ადგილია.
სათაფლია თავისი გასაოცარი ბუნებით, დაუვიწყარ მოგზაურობას და თავგადასავალს გპირდებათ. ეს არის შესანიშნავი ადგილი, სადაც დაათვალიერებთ უნიკალურ კოლხურ ტყეს. აქ გატარებული სასიამოვნო დრო მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ, როგორც ფანტასტიკური და დაუვიწყარი მოგონება. სათაფლია გელით თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს ახალი აღმოჩენების, ისტორიების შესაქმნელად და მრავალი დაფარული საიდუმლოს გამოსარკვევად.
სამოქალაქო ქორწინების გაფორმების ცერემონიალი - 100 ლარი
„VIP მომსახურება“ - ვიზიტორთა შესვლას და ბილეთის ფასში შემავალი სერვისებით სარგებლობას სამუშაო საათების განმავლობაში მათთვის სასურველ დროს, პერსონალური, ინდივიდუალური გამყოლის თანხლებით, ცოცხალი რიგის გვერდის ავლით - 200 ლარი + ბილეთი
გაზაფხული
ყოველდღე: 10:00 - 18:00
ზაფხული
ყოველდღე: 10:00 - 19:00
შემოდგომა
ყოველდღე: 10:00 - 17:00
ზამთარი
ყოველდღე: 10:00 - 17:00
ზრდასრული
საქ. მოქალაქე და რეზიდენტი პირი - 15.00₾
ბილეთი საქართველოს მოქალაქე, ბინადრობის მქონე და რეზიდენტი პირი ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთათვის - 5 ₾
ტურისტული სააგენტოს გიდები (ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში) - უფასო
სტუდენტი და მოსწავლე
ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.50₾
მოსწავლეთა ჯგუფის ვიზიტის დროს, სასწავლო დაწესებულების ერთი პედაგოგი - უფასო
უცხოეთის მოქალაქე
სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის, გარდა არასწრულწლოვანებისთვის - 30.00₾
სათაფლია ის ადგილია, სადაც მოგზაურობისას არაერთ თავგადასავალში აღმოჩნდებით. შაბათ-კვირას, მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ დაუვიწყარი მოგონებები შეიქმნათ.
სათაფლიაში თქვენ აღმოაჩენთ დინოზავრის ნაკვალევს, ასევე გაივლით შუშის პანორამულ გადასახედზე და დატკბებით იმერეთის ხედით. გაისეირნებთ უნიკალურ კოლხურ ტყეში, დაათვალიერებთ მუზეუმს და საგამოფენო დარბაზს.
ასე, რომ სათაფლია ნამდვილად ის ადგილია, სადაც მოგზაურობა კარგი გადაწყვეტილებაა!
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა