ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ძვირფასო მოგზაურებო,

გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ. საქართველოს გამორჩეული  ბუნებრივი მემკვიდრეობის ეროვნულ პარკებში თქვენ გელით უამრავი თავგადასავალი და დაუვიწყარი მოგონებები.

საქართველოს ეროვნულ პარკებზე მოქმედი სერვისები ნებისმიერი გემოვნების ადამიანის მოთხოვნებს პასუხობს. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მოხვდეთ ალპურ ზონაში, ჭარბტენიან ტერიტორიებზე და უდაბნოშიც კი. ახლა უკვე თქვენ შესაძლებლობა გაქვთ დაგეგმოთ ლაშქრობა თქვენი  სურვილის მიხედვით, რამდენიმე საათიანი ან 6 დღიანი, მარტივ, საშუალო და რთულ ბილიკებზე. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ცხენების და ველოსიპედების გაქირავების სერვისით. საქართველოს ეროვნულ პარკებზე უამრავ გადამფრენ ფრინველზე დაკვირვებაა შესაძლებელი და ეს მიმართულება სულ უფრო პოპულარული ხდება ტურისტებში. ასევე შეგიძლიათ სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერა. ჩვენ ვიზიტორებს ექსკლუზიურ სერვისებსაც ვთავაზობთ.

ვისაც გსურთ, რომ მოგზაურობა ახალი მოგონენებით,  გამოცდილებით, აზარტითა და ექსტრემით გაამდიდროთ, მტირალას ეროვნულ პარკში, ზიპ-ლაინით უნდა დაეშვათ. ძალიან საინტერესო და ექსტრემალური ტურებია მღვიმეებში. მელოურის მღვიმეში გასაოცარი სანახაობა გელოდებათ. მღვიმის ფსკერის გავლით თქვენ მოხვდებით გასაოცარ მიწისქვეშა კანიონში, სადაც შეგხვდებათ მდინარის დინებით, ბუნებრივად წარმოქმნილი კანიონები, ჩანჩქერები და ტბები. პრომეთეს მღვიმის ზღაპრული სამყაროს ნახვის და წყალქვეშა მდინარეზე ნავით გასეირნების სერვისთან  ერთად კი, ვიზიტორებს მღვიმის სიფონებში ყვინთვის სერვისით სარგებლობაც შეუძლიათ. ყვინთვას ასევე შეძლებთ ულამაზეს მარტვილის კანიონში.

ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ვიზიტორი სტუმრობს საქართველოს ეროვნულ პარკებს. ტურისტებში ყველაზე პოპულარულია პრომეთეს მღვიმე, მარტვილის კანიონი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, სათაფლია, ოკაცეს კანიონი და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი.

მადლობას გიხდით და გელით საქართველოს ეროვნულ პარკებში.

ბევრ თავგადასავალს გისურვებთ!

ჩვენ ვქმნით მოგონებებს!

 

საქართველო, 0114 თბილისი
გ. გულუას  ქ. # 6
ტელ./ფაქსი: 599 37 35 62;  ცხელი ხაზი: 153.
ელ-ფოსტა: nationalparksofgeorgia@gmail.com

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა