ჩემს გარშემო
გამოგვყევი
პოპულარობის მიხედვით დალაგება
რეგიონის მიხედვით დალაგება
  • ყველა რეგიონი
  • აფხაზეთი
  • აჭარა
  • იმერეთი
  • კახეთი
  • მცხეთა-მთიანეთი
  • რაჭა
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი
  • სამცხე-ჯავახეთი
  • სამხრეთ ოსეთი
  • ქვემო ქართლი
  • შიდა ქართლი
თავგადასავლის მიხედვით დალაგება
  • ყველა თავგადასავალი
  • ველო ტური
  • ზიპ-ლაინი
  • თოვლის ფეხსაცმელების ტური
  • თოკების პარკი
  • კიდულ ბილიკზე ტური
  • ლაშქრობა
  • მღვიმეში ყვინთვა
  • სანაოსნო ტური
  • საფეხმავლო ტური
  • საცხენოსნო ტური
  • სპელეო ტური
  • სპორტული თევზაობა
  • ფრინველებზე დაკვირვება

ალგეთის ეროვნული პარკი

თბილისიდან 70 კმ-ში, 1 საათის დაშორებით მდებარე ალგეთის ეროვნული პარკი საუკეთესო ტერიტორიაა მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად.

მდინარე ალგეთის ხეობისა და შერეული ტყით დაფარული მთების ხედების ნახვასთან ერთად მოინახულებთ დაშბაშის, ბირთვისისა და სამშვილდის კანიონების ბუნების ძეგლებს, ესტუმრებით კლდეკარის ციხე-სიმაგრეს.

ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ამჟამად ხუთი ეკო-ტურისტული მარშრუტია. საცხენოსნო და საფეხმავლო. მათგან მხოლოდ ერთი ტურისტული ბილიკია მარკირებული - „სამეფო ქედი”. - 16 კმ-იანი წრიული მარშრუტი.

ალგეთის ეროვნულ პარკში მოგზაურობა ვიზიტორთა ცენტრიდან უნდა დაიწყოთ, რომელიც დაბა მანგლისში მდებარეობს. ვიზიტორთა ცენტრში ამომწურავ ინფორმაციას და რჩევებს მიიღებთ დაცული ტერიტორიების შესახებ. გარდა ამისა, ეზოში მოწყობილია ეკოტურისტული ატრაქცია „თოკების პარკი“, რომელიც ბუნებაში არსებული შემეცნებით-გასართობი ადგილია. მოწყობილია 2 ზონა - საოჯახო და მოზარდთათვის, რომლებიც შესაბამისად 10 და 14 სხვადასხვა დაბრკოლებას მოიცავს. შესაბამისად, ვიზიტორთა ცენტრიდან გაუსვლელადაც კი შეგიძლიათ, დროის ბუნებაში სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარება.

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი  საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს და იმერეთის, ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს მოიცავს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტურისტული მარშრუტების ქსელი ერთი და მრავალდღიანი ლაშქრობების საშუალებას იძლევა და ჯამში 12 მარკირებულ და კეთილმოწყობილ ბილიკს მოიცავს. მოწყობილია ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები. ასევე გამოყოფილია ადგილები ცეცხლის დასანთებად. ეროვნული პარკი ვიზიტორებს სალაშქრო, საცხენოსნო, ველო, თოვლის ფეხსაცმელების კულტურულ და საგანმანათლებლო ტურებს თავაზობს.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გამოირჩევა უნიკალური და იშვიათი ცხოველთა და მცენარეთა სახეობებით, ტყეების მნიშვნელოვანი ნაწილი ხელუხლებელ მდგომარეობაშია შემორჩენილი. მისი საერთო ფართობი  107,083 ჰა-ს შეადგენს, რაც საქართველოს ტერიტორიის 1,5%-ზე მეტია. 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილი პირველი ეროვნული პარკია. იგი 1995 წელს დაარსდა.


თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

ვაშლოვანის ეროვნული პარკი

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები გამორჩეულ და უნიკალურ ადგილს წარმოადგენს, რომლის მსგავსსაც მთელ საქართველოში ვერ ნახავთ. ნახევრადუდაბნო და ტყე, წყნარი და მშვიდი, ერთი შეხედვით მიძინებული დედამიწა, მაგრამ ამავდროულად სიცოცხლით მჩქეფარე, ულამაზესი ხედებით, ბუნების ძეგლებით, ფლორისა და ფაუნის უნიკალური წარმომადგენლებით მდიდარი ტერიტორია - ეს ვაშლოვანია. 

ვაშლოვანში შესვლისთანავე თქვენ თვალწინ გადაიშლება ულამაზესი სანახაობა და მიხვდებით, რომ  სრულიად სხვა, ახალ სამყაროში აღმოჩნდით. იგი ყოველმხრივ უნიკალური დაცული ტერიტორიაა, როგორც სამეცნიერო, ასევე ტურისტული თვალსაზრისით. 

თავისუფლებითა და მრავალი დაფარული საიდუმლოებით მოცული ვაშლოვანი ნამდვილი სამოთხეა დედამიწაზე, რომლის სიტყვებით სრულად გადმოცემა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, თითოეულმა თქვენგანი აუცილებლად უნდა ესტუმროთ მას.  ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე გამაოგნებელი, ჯადოსნური და დაუვიწყარი თავგადასავლების სამყარო გელოდებათ.

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

თბილისის ეროვნული პარკი

ეროვნული პარკის  ბუნებრივი ბილიკების ქსელი ისეა დაგეგმილი, რომ მნახველს შეუძლია  დაათვალიეროს  ეროვნული პარკის მრავალფეროვანი ლანდშაფტები, გაეცნოს ღირსშესანიშნავ ადგილებს, მოაწყოს პიკნიკები, ასევე გაათიოს ღამე საკარვე ბანაკებში ან იცხოვროს მცხეთის სასტუმროებში და ისარგებლოს მათი სერვისით.

პარკის ტერიტორიაზე  მოწყობილია 2 საპიკნიკე, 2 საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილები. პარკიდან ჩანს საგურამოს ქედი, აქ გვხვდება მრავალფეროვანი ხედები და განსხვავებული მცენარეული საფარი, სოფ. ვეჯინის ნასახლარები,VII-VIIIს-ის ზედაზნის მოქმედი ტაძარი, ასევე კარგად მოსჩანს ჯვრის მონასტერიც, დიდველის მთიდან შესაძლებელია ვიხილოთ თბილისის პანორამული ხედი, მტკვრის და არაგვის ხეობები. ასევე საბადურის წიფლნარ ტყეში მოწყობილია საპიკნიკე ადგილები, შესაბამისი საკარვე, საცეცხლე ადგილებით და სველი წერტილებით.     

პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ მრავლადაა ისტორიულ-კულტურული ძეგლები : უძველესი ციხე-კოშკები, ტაძრები, ნაქალაქარი და ნასოფლარი ადგილები. ტურისტულად მნიშვნელოვანია მცხეთა სვეტიცხოვლით და დედათა მონასტრით,  ჯვრის მონასტერი,  ზედაზნის მონასტერი (ზედაზნის მთის ტყიანი კალთები მრავალი ისტორიულ -კულტურული ძეგლებითა მოფენილი მათ შორის აღსანიშნავია :ქასურის საყდარი,აგურის საყდარი, დარბაზევი და სხვ), ღვთაების მონასტერი, ნორიოს ციხე და ასევე ისტორიულად ცნობილი მარტყოფის ველი

თბილისის ეროვნული პარკი მდებარეობსთბილისის და მცხეთის სიახლოვეს, პარკი უშუალოდ აკრავს ქ. თბილისს.

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

თეთრა მღვიმე

იცით, რომ თეთრა მღვიმე პირველი ეკოტურისტული სივრცეა საქართველოში, სადაც თეთრი, ქათქათა ფერის ნაღვენთებით გამორჩეულ, ულამაზეს და უძველეს მღვიმეში დაძველებული ღვინის დეგუსტაციას შეძლებთ?

საქართველოსა და ევროპის ქვეყნებში პირველად ,,თეთრა მღვიმეში“ დაინერგა და დამკვიდრდა, საკმაოდ წარმატებული და ყველასათვის მიმზიდველი ინოვაციური სერვისი, რაც გულისხმობს: - მღვიმის თანაბარ, მუდმივ ტემპერატურაზე, ბუნებრივ პირობებში ღვინის დაძველებასა და აქ დაძველებული ღვინის დაგემოვნებას. ასევე, მღვიმეში შესაძლებელია სპელეოგამაჯანსაღებელი სეანსის ჩატარება.

მსოფლიო მნიშვნელობის ბალნეოლოგიურ კურორტ წყალტუბოდან სულ რაღაც 1.6 კმ-ში ახალი თავგადასავალი გელით. მღვიმეებითა და კანიონებით მდიდარ იმერეთს, პოპულარულიპრომეთესადასათაფლიასმღვიმეების შემდეგ კიდევ ერთი მღვიმე შეემატა, რომელიც თავისი ისტორიით განსაკუთრებულ მოგზაურობას გპირდებათ

საქართველოს დაცული ტერიტორიები გეპატიჟებათ თეთრა მღვიმის აღმოსაჩენად! აქ თქვენ უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს - სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი თეთრი ნაღვენთი ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ.

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

თუშეთის ეროვნული პარკი

კავკასიონის მთებში მიკარგული თუშეთი ჩვენი ქვეყნის ერთერთი უდიდესი სიმდიდრეა. იდუმალებით მოცული  ეს მხარე საქართველოს ყველა სხვა კუთხისაგან განსხვავებულია და მისი მრავალფეროვანი ბუნება და კულტურა აჯადოვებს აქ ჩამოსულ ადამიანებს.

თუშეთის ეროვნული პარკის 11 ტურისტული მარშრუტი სხვადასხვა სირთულის 1, 2, 3, 4 და 6 დღიან ბილიკებს მოიცავს. უნიკალური ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტებით გამორჩეულ ტერიტორიაზე ვიზიტორებს შეუძლიათ შეარჩიონ მათთვის სასურველი სალაშქრო, ველო, საცხენოსნო, კულტურული, ფრინველებზე და ნიამორებზე დაკვირვების ტურები.

გაშლილი მთები და იალაღები ¬ფრინველების საუკეთესო საარსებო გარემოა. აქ ხშირად შენიშნავთ ქორს, მიმინოს, ბატკანძერას, არწივს და სხვადასხვა სახეობის მტაცებელ თუ მგალობელ ფრინველებს.

თუშების კულტურა განსაკუთრებულია. მათ მთავარ საქმიანობას ოდითგანვე წარმოადგენდა მთა-ბარული მეცხვარეობა და დღესაც აქტიურად მისდევენ მას. თუშური ცხვარი, თუშური ცხენი, მეცხვარე ნაგაზი, თუშური ყველი, თუშური ფარდაგი, თუშური თექა, თუშური ქუდი და სხვა ქმნიან თუშეთის ერთიან კულტურულ-ესთეტიკურ სივრცეს. ცხვრის მატყლის დამუშავებასა და ქსოვას დიდი ადგილი უჭირავს თუში ქალის ცხოვრებაში.  მწყემსების მიერ თაობიდან თაობაში გადაეცემა და დღემდეა მოღწეული ცხვრის ყველის, იგივე გუდის ყველის, დამზადების ტექნოლოგია. ადგილობრივ დღესასწაულებზე ხშირად იმართება შეჯიბრებები მშვილდოსნობასა და ცხენოსნობაში, სადაც ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ აქტიურად ჩაერთვნენ და მონაწილეობა მიიღონ.

აღსანიშნავია ფიჭვის ყვავილობა, რომელიც სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით თუშეთისთვის უდიდესი პოტენციალია. ფიჭვის ყვავილობა მაისის ბოლო რიცხვებიდან იწყება და ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ დასვენებასთან ერთად იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

კინტრიშის ეროვნული პარკი

კინტრიშის ეროვნული პარკი საქართველოს ულამაზეს საზღვაო კურორტზე, ქობულეთის რაიონში მდებარეობს. კინტრიშის ეროვნული პარკი თანამედროვე, უმაღლესი დონის ვიზიტორთა ცენტრი აქვს, სადაც ტერიტორიების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. კინტრიშის დაცული ტერიტორიები ვიზიტორთა ცენტრიდან 24 კმ-ითაა დაშორებული და მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთას შორის, ზღვის დონიდან 300-2500 მ-ის სიმაღლეზე.

ტერიტორიები ვიზიტორებს 2, სხვადასხვა სირთულის მარკირებულ და კეთილმოწყობილ მარშრუტს: "თამარის თაღოვანი ხიდის" ერთდღიან საფეხმავლო და "უთხოვარის და ტბა ტბიყელის" ორდღიან საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკს სთავაზობს. მარშრუტის გასწვრივ მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, ასევე გამოყოფილია კოცონის დასანთები ადგილები.

კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე  ვიზიტორს შეუძლია ნახოს: ქვის თაღოვანი ხიდები, XII ს ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ნანგრევები, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, უძველესი ღვინის ქვევრები, ჩანჩქერები, უთხოვარი და ტბიყელის ტბა.

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი შეიქმნა  1999 წელს, იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში.  მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე  ნაბადისა და ჭურიის  უბნის მიმდებარე  აკვატორიის ნაწილს  და პალიასტომის ტბის აუზს. პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. იგი გამოირჩევა ველური ფლორისა და ფაუნის მაღალი ბიომრავალფეროვნებით, ენდემური და რელიქტური სახეობების სიუხვით. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, ცალკეული ეკოსისტემები და ცენოზები.


მისი საერთო ფართობია 44308,5 ჰა-ია, რომლიდანაც ზღვის აკვატორია 15276 ჰა-ს შეადგენს.

ეროვნული პარკი 5 ადმინისტრაციული რაიონის - ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის - სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.
კოლხეთის ეროვნული პარკი მიეკუთვნება დაცული ტერიტორიების  IUCN მეორე კატეგორიას. 1997 წლიდან მას იცავს რამსარის კონვენცია, რომელიც წარმოადგენს მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს მიგრირებად, მიმომფრენ და წყალმცურავ ფრინველთა საბინადროდ ვარგისი არეალების დაცვას.

კოლხეთის ეროვნულ პარკში სტუმრობა მთელი წლის მანძილზე რეკომენდებულია. მდინერეების, ჭურიისა და ფიჩორის ხეობაში, ასევე, პალიასტომისა და ოქროს ტბაზე შესაძლებელია დაგეგმოთ ნავებით, კატერით, პანტონით და კაიაკით გასეირნება, შემდგომ კი  კოლხური ტყისა და უნიკალური ჭაობების მონახულებას შეძლებთ. კოლხეთის ეროვნულ პარკში  100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის გადამფრენ ფრინველზე დაკვირვებისთვის, სათვალთვალო კოშკურებია მოწყობილი.

პარკში განსაკუთრებით საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს  პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას (ბერდვოჩინგს) და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს. 

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

ლაგოდეხის ეროვნული პარკი

გიყვართ ფეხით ან ცხენით მოგზაურობა? ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ტურისტული აქტივობების ფართო არჩევანს გთავაზობთ, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის ლაშქრობებს ულამაზესი ჩანჩქერებისა თუ უძველესი ციხე-სიმაგრეების სანახავად. თუ თქვენ ხართ ამბიციური და სპორტული მოლაშქრე, აუცილებლად უნდა სცადოთ სამდღიანი ლაშქრობა შავი კლდეების ტბისკენ, რომლის ალპური ზონიდან კავკასიონის მთების ულამაზესი ხედი იშლება. 

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და დიდი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზეა განფენილი. მისი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნება არ არის გასაკვირი. სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა (სიმაღლებრივი ზონალურობა, ჰავისა თუ ლანდშაფტური ზონების სრული სპექტრით) 3,428 მეტრს აღწევს. ჰაბიტატის (საცხოვრებელი გარემოს) დიფერენციაცია ჭალის ტყეებით დაწყებული და ერთი შეხედვით უსიცოცხლო ციცაბო კლდეების კალთებით დამთავრებული, ბუნებრივად იწვევს იმგვარ ბიომრავალფეროვნებას, რომლის მსგავსიც საქართველოს სხვა არც ერთ დაცულ ტერიტორიაზე არ გვხვდება.

ტურისტული თვალსაზრისით ტერიტორია საკმაოდ კეთილმოწყობილია.  დღეისათვის ადმინისტრაცია  ვიზიტორებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მარკირებულ ბილიკებს, კერძოდ: ,,როჭოს ჩანჩქერი“, „ნინოსხევის ჩანჩქერი,“ მაჭის ციხე“, ,,შავი კლდეების ტბა“ და ბუნების შემეცნებით ბილიკი.

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

მარტვილის კანიონი

მარტვილის კანიონი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიაა.

მარტვილის კანიონის ვიზიტორთა ცენტრი სოფელ ინჩხურში, კანიონის შესასვლელთანაა განთავსებული.

მარტვილის კანიონი საუკეთესო ადგილია შვებულების ან შაბათ-კვირის ოჯახთან გასატარებლად. 

კანიონი გამორჩეულია თავისი ისტორიულობიდან გამომდინარეც. გადმოცემის თანახმად, ეს ადგილი დადიანების საზაფხულო რეზიდენციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მონაკვეთს წარმოადგენდა. სწორედ ამ ადგილზე იყო მათთვის მოწყობილი საბანაო მონაკვეთი. ტერიტორია გარშემორტყმულია უნიკალური კოლხური ტყით. 

ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი  ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30-საფეხურიანი ისტორიული კიბე.

ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდ. აბაშის 300-მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.

აღსანიშნავია, რომ მარტვილის კანიონს ახლოს არის დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ქალაქ - ქუთაისთან, ასევე კანიონში მოგზაურობა კარგი გადაწყვეტილებაა აჭარაში დასვენების დროსაც. 

ასე რომ მოიკიდეთ ზურგჩანთები და აღმოაჩინეთ მარტვილის კანიონი.






თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

მაჭახელას ეროვნული პარკი

მაჭახელას ეროვნული პარკი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. იგი ბათუმიდან 30 კმ-ითაა დაშორებული. მისი შექმნის მიზანს  უნიკალური ბიოლოგიური და ლანდშაფტური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და კოლხური ტყეების ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვა წარმოადგენს საქართველო-თურქეთის საზღვარზე. ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრები განლაგებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. აჭარისაღმართის ცენტრში. 

პარკის ტერიტორიია წარმოადგენილია მდინარე მაჭახელას ფერდობებზე შეფენილი დაბურული ტყეებით, სადაც თითქმის მთლიანი ფართობი დაფარულია წაბლის, წიფლის, რცხილის და მურყნის ტყეებით. აქვე გვხვდება ისეთი რელიქტური და იშვიათი სახეობები, როგორიცაა კოლხური ბზა, წაბლი, კოლხური თხილი, ქართული კაკალი, უნგერის შქერი, უთხოვარი, თელა და სხვ. პარკში ფუნქციონირებს სამი, სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო ბილიკი.

მაჭახელას ეროვნულ პარკში აქტიური ტურისტული სეზონი გრძელდება მაისიდან-ოქტომბრამდე


თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

მტირალას ეროვნული პარკი

მტირალას ეროვნული პარკის ტერიტორია ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ქედის მუნიციპალიტეტებს შორისაა  მოქცეული. ეროვნული პარკი ბათუმიდან 25, ხოლო ქობულეთიდან - 27 კილომეტრში მდებარეობს. ადმინისტრაციული შენობა დაბა ჩაქვში მდებარეობს. 

მტირალას ეროვნული პარკი ვიზიტორებს მრავალფეროვან ეკოტურისტულ სერვისებს სთავაზობს. პარკში მოწყობილია ზიპ-ლაინი, სადაც ექსტრემის მოყვარულებს ხეებზე გაბმულ ბაგირზე დასრიალება შეუძლიათ. 

ასევე, პარკში მოწყობილია „თოკების პარკი“, რომელიც წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილია სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე. მოწყობილია 2 ზონა - საოჯახო და მოზრდილებისთვის. 

მტირალას ეროვნული პარკში მოწყობილია ერთი და ორდღიანი ტურისტული მარშრუტები. ბილიკები მარკირებული და კეთილმოწყობილია. მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, გამოყოფილია ადგილები კოცონის დასანთებად, ასევე ორდღიანი ცივწყაროს ბილიკის მე-9 კმ-ზე არის ტურისტული თავშესაფარი. ეროვნული პარკი ვიზიტორებს  სალაშქრო, საცხენოსნო, სამეცნიერო და ეკოტურებს სთავაზობს.

ადმინისტრაცია: დაბა ჩაქვი, მეგენეიშვილის ქ. #13

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

ნავენახევის მღვიმე

იმერეთის მხარე განსაკუთრებით მდიდარია უნიკალური მღვიმოვანი კომპლექსებით. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ნავენახევის მღვიმე, რომელიც თერჯოლის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნავენახევთან მდებარეობს.


ნავენახევის მღვიმე განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. ის შესასვლელიდან 30-ე მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით დაკავშირებულია დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არ აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია.

ნავენახევის მღვიმის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა, საგანმანათლებლო და სათამაშო მოედნები. 

მღვიმეში ოჯახთან ერთად მოგზაურობა შესანიშნავი იდეაა. ასე რომ, ესტუმრეთ თერჯოლას და აღმოაჩინეთ ნავენახევის მღვიმე!

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი

ოკაცეს ჩანჩქერი საქართველოს დაცული ტერიტორიების გამორჩეული ბუნების ძეგლია და საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი ჩანჩქერია, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ კინჩხას მახლობლად მდებარეობს.

ოკაცეს ჩანჩქერი სამ საფეხურად გადმომავალი ჩანჩქარების კასკადია. პირველის ჩანჩქერის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია, ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ, 20 მეტრში წარმოიქმნება კასკადის მესამე, დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ოკაცეს ჩანჩქერი საქართველოს ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორიებიდან - პრომეთეს მღვიმედან და მარტვილის კანიონიდან, დაახლოებით თანაბარ მანძილზე - 20 კილომეტრში მდებარეობს.

ოკაცეს კანიონი შესანიშნავი ადგილია ახალი თავგადასავლების მოსაწყობად, შვებულების დროს. ასე რომ, ეწვიეთ საქართველოს ეროვნულ პარკებს და აღმოაჩინეთ ოკაცეს ჩანჩქარი!

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

ოკაცეს კანიონი

საქართველოში პირველი კიდული ბილიკი ოკაცეს კანიონშია. 

ექსტრემალური ტურების მოყვარულთათვის ოკაცეს კანიონზე კიდული ბილიკია მოწყობილი, რომლის გავლას დაახლოებით 2-3 საათი სჭირდება.  საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება, სადაც ვიზიტორებს იქვე დამონტაჟებული სმარტ-სელფის აპარატით სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება შეუძლიათ.

ოკაცეს კანიონის ბილიკის საფარი გამჭვირვალეა, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო ექსტრემალურს ხდის. 

ასე რომ მოიკიდეთ ზურგჩანთები და ესტუმრეთ ოკაცეს შვებულების დროს.

ოკაცეს კანიონი ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის მიდამოებში მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ ოკაცეს კანიონი ახლოს არის დასავლეთ საქართველოს ცენტრალურ ქალაქ - ქუთაისთან, ასევე კანიონში მოგზაურობა კარგი გადაწყვეტილებაა აჭარაში დასვენების დროსაც.

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

პრომეთეს მღვიმე

8 იანვრიდან, პრომეთეს მღვიმე ორშაბათობით არ იმუშავებს

პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია. მისი ასაკი დაახლოებით, 60-70 მილიონი წელია. სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმებით მორთული ეს კარსტული მღვიმე, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობებში და გამოგზაურებთ ზღაპრულ სამყაროში.

პრომეთეს მღვიმე მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, მდინარე ყუმის აუზში. მღვიმეში სულ აღმოჩენილია 22 დარბაზი, საიდანაც ტურისტებისთვის ჯერ-ჯერობით 6 დარბაზია გახსნილი. მღვიმეში შესაძლებელია 1420 მეტრი სიგრძის ბილიკის გავლა, დარბაზების  დათვალიერება და სანაოსნო ტურით გასეირნება მდინარის გამდინარე ნაკადზე. 

პრომეთეს მღვიმეში უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს - სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი ნაღვენთი ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებში. ასევე, მღვიმეში გადაადგილებისას, წინ გელოდებათ „გაქვავებული ჩანჩქერები,“ „ჩამოკიდებული ქვის ფარდები,“ ჰელიქტიდები, კალციტის ნაღვენთები და სხვა ორგანული ნაფენები.

პრომეთეს მღვიმე საქართველოს სავიზიტო ბარათია და მას აუცილებლად უნდა ესტუმროთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. სტუმრობისთვის შაბა-კვირა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. იმოგზაურეთ, აღმოაჩინეთ საქართველოს მიწისქვეშა ზღაპრული სამყარო და შექმენით თავგადასავლები.

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

რაჭის ეროვნული პარკი

რაჭა საქართველოს გამორჩეული კუთხეა, მდიდარი კულტურის ძეგლებით, მრავალფეროვანი, საოცარი ბუნებითა და სტუმართმოყვარე, თბილი ხალხით.

რაჭის ეროვნული პარკი ქალაქ ონიდან იწყება, სწორედ აქედან შეიქმნება თქვენი პირველი შთაბეჭდილებები. რაც უფრო მიიწევთ რაჭის უნიკალური მაღალმთიანი სოფლებისკენ, ღები, ჭიორა, უწერა, ჭიორა, გზად მით უფრო ულამაზესი პეიზაჟები იშლება: სრული თავისუფლება, ალაგ-ალაგ ნისლში გახვეული გარემო, დათოვლილ მთებს შორის მოქცეული ფირუზისფერი მდინარეები, მინდვრის ყვავილების ნაირსახეობა, ხშირი უღრანი ტყეები. თქვენი მთავარი მეგზური კი დიდრონი კავკასიონი გახდება.

რაჭა წელიწადის ნებისმიერ დროს გასაოცარი სილამაზით გამოირჩევა - შემოდგომაზე შეფერადებული ხის ფოთლები, ზამთარში კი თეთრ საბანში გახვეული ბუნება. რაჭაში მოგზაურობა შესაძლებელია დაგეგმოთ როგორც მანქანით, ისე ფეხით თუ ველოსიპედით.

რაჭის ეროვნული პარკში შექმნილი შთაბეჭდილებები მოლოდინს გადააჭარბებს, იქიდან დაბრუნებულს კი გონებაში თავისთავად გაგიელვებთ ცნობილი ფრაზა „რაჭა ჩემი სიყვარული“.

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

სათაფლია

სათაფლია თავისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ძეგლებით, თითოეულ სტუმარს, არაჩვეულებრივ სანახაობას ჰპირდება. სათაფლია, დაწყებული პრეისტორიული ხანის (120 მილიონი წლის წინანდელი) დინოზავრების ნაკვალევიდან, დამთავრებული კარსტული მღვიმეებით, ხაზს უსვამს საქართველოს ისტორიისა და ბუნების მრავალფეროვნებას. მისი სიდიადე მუდმივად დიდ აღტაცებას იწვევს მნახველებში და თავისი მნიშვნელობით მსოფლიოში მოწინავე პოზიციებიც უკავია.

სათაფლიაში აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი. სათაფლიის დინოზავრები მსოფლიოში ცნობილი სახეობებისგან განსხვავდებიან და „Satapliazaurus“-ის სახელით არიან ცნობილი.

დღესდღეობით, სათაფლიაში მოწყობილია ორი ტურისტული ბილიკი, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები, შუშის პანორამული გადასახედი, საიდანაც იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედი იშლება და დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობა. სათაფლია დამთვალიერებლებისთვის მაქსიმალურად კეთილმოწყობილი და მრავლისმომცემი ადგილია. 

სათაფლია თავისი გასაოცარი ბუნებით, დაუვიწყარ მოგზაურობას და თავგადასავალს გპირდებათ. ეს არის შესანიშნავი ადგილი, სადაც დაათვალიერებთ უნიკალურ კოლხურ ტყეს. აქ გატარებული სასიამოვნო დრო მთელი ცხოვრების მანძილზე გაგყვებათ, როგორც ფანტასტიკური და დაუვიწყარი მოგონება. სათაფლია გელით თქვენ და თქვენს საყვარელ ადამიანებს ახალი აღმოჩენების, ისტორიების შესაქმნელად და მრავალი დაფარული საიდუმლოს გამოსარკვევად.

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი

ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები საქართველოს ერთ-ერთ უმშვენიერეს კუთხეში მდებაროებს. ფშავ-ხევსურეთი გამოირჩევა თვისი მდებარეობით. მისი უნიკალური ბუნება ვიზიტორებს აღაფრთოვანებს. საქართველოს ამ კუთხეში მრავალი ისტორიულ-კულტურული ძეგლი გვხვდება. ფშავ-ხევსურეთი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონია საქართველოში. აღნიშვნას იმსახურებს ადგილობრივი ტრადიციები და უნიკალური სამზარეულო, რომლითაც ხევსურები სტუმრებს უმასპინძლდებიან.

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილო და სამხრეთ კალთებზე და მოიცავს მდინარეების: ასას, არღუნის, ანდაქისწყლის და ფშავის არაგვის ხეობებს. 

ფშავ-ხევსურეთი გამორჩეულია მთისთვის დამახასიათებელი საინტერესო ლანდშაფტებით და ბუნებრივი წარმონაქმნებით (როშკის ლოდები, ტანიეს ტბა)  და შუა საუკუნეების დროინდელი კულტურული მემკვიდრეობებით: შატილი, მუცო, არდოტი, ხახაბო და სხვ.

ამჟამად ფშავ-ხევსურეთში გავრცელებულია ტურიზმის რამოდენიმე სახეობა:

• ავტოტურები

• საფეხმავლო ტურები

• საცხენოსნო ტურები

• კულტურული ტურები

• სათავგადასავლო ტური

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

ქობულეთის ეროვნული პარკი

ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას, განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდებით. დაცული ტერიტორიები ქობულეთის ზღვის სანაპიროდან 2 კმ-ში მდებარეობს.

ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფნარებს, რომლებზეც მოწყობილია ბილიკები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურებისთვის. ვიზიტორებს შეუძლიათ ჭაობის თხილამურების დაქირავება და სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება. 

ტერიტორიები მნიშვნელოვანი საარსებო გარემოა გადამფრენი, მობუდარი და მოზამთრე წყლის ფრინველთა სახეობებისათვის. განსაკუთრებით საინტერესოა სფაგნუმი ანუ თეთრი ხავსი და მწერიჭამია დროზერა.

ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე 3 მარტივი საფეხმავლო მარშრუტია: „ისპანი 2“, „თეთრი ხავსი“ და „დროზერა“. საფეხმავლო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურების დროს შესაძლებელია ყვითელი და თეთრი დუმფარების, თეთრი ხავსის 4-მეტრიანი გუმბათების, მწერიჭამია დროზერასა და ჭაობის კუს ნახვა. 

ქობულეთის დაცული ტერიტორიები განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ფრინველებზე  დაკვირვების, ე.წ. birdwatching-ის მოყვარულებში.  შესაძლებელია ჭოგრიტების ქირაობაც. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული და შემოდგომა.

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

ყაზბეგის ეროვნული პარკი

ალპური იალაღები, მორენები, თოვლით დაფარული მწვერვალები და მიუდგომელი კლდეები ის ადგილებია, რომლებიც ყაზბეგის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. იგი ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ეროვნული პარკია. ის მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღ. დ-დან 1,400 მ-ზე მდებარეობს.

ყაზბეგის ეროვნულ პარკში აუცილებლად უნდა მოინახულოთ:
- თრუსოს ხეობა - თრუსოს ხეობისკენ მიმავალი გზა მდინარე თერგს მიუყვება. თრუსოს ხეობში შესაძლებელია თრუსოს ტრავერტინების და აბანოს მინერალური ტბის მონახულება, ასევე აქ შეგხვდებათ ისტორიულ-კულტურული ძეგლები, კოშკები, ნასოფლარები და მრავალი მინერალური წყარო.
- დარიალის ხეობა - ხეობა მდიდარია ულამაზესი ჩანჩქერებითა და ტბებით, რომელთა შორის აღსანიშნავია გველეთის ჩანჩქერი და გულის ფორმის ტბა, რომელსაც მისი ორიგინალური ფორმის გამო სიყვარულის ტბასაც კი უწოდებენ.
- ხდის ხეობა - ამ ხეობის გამორჩეული სილამაზეა თარგმნის წყლის ჩანჩქერი და ალპინისტებისათვის მიმზიდველი მწვერვალები: შავანა, შანი და მრავალი სხვ.;

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საქართველოში გამორჩეული ისტორიულ-კულტურული ძეგლები მდებარეობს. მათგან, აღსანიშნავია საქართველოს სავიზიტო ბარათი - გერგეთის სამება, სადაც მოხვედრა ყაზბეგის ეროვნული პარკის გავლითაა შესაძლებელი.

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

წალკის კანიონი

ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამისმიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას. კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემებს არ ახასიათებს მრავალფეროვანი მცენარეული საფარი, კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ..

წალკის კანიონზე ხორციელდება  ყველაზე მრავალფეროვანი ტურისტული სივრცის მოწყობა, რომელსაც კომპანი „კასს ლენდი“ უზრუნველყოფს. 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს www.kassland.com

ატრაქცია 

ბაიკ-ლაინი -  120 ლარი

საქანელა 1 ადამიანი -  80 ლარი

საქანელა 3 ადამიანი -  150 ლარი

ბილეთის შეძენისას გაითვალისწინეთ!

წალკის კანიონის ბუნების ძეგლის ბილიკზე გასავლელად ვიზიტორის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 1.20 -

ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, წალკის კანიონის ბილიკი დაკეტილია წვიმის, ძლიერი ნისლისა და თოვლის დროს.

კანიონში ჩასასვლელი ბილიკის სიგრძე შეადგენს 1.8 კმ

ბილეთი დაბრუნებას არ ექვემდებარება

ღამისთევა: ღამის თევა შესაძლებელია კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ სასტუმროს ტიპის ვილებში (თითოეულ მათგანში შესაძლებელია მაქსიმუმ 5 პერსონის განთავსება).


ჯავშნის მიღება: +995 599 21 55 11 

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

ჭაჭუნას ეროვნული პარკი

ჭაჭუნას ეროვნული პარკი  საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს და მდინარე ივრის ორივე ნაპირს 70 კმ-ის მანძილზე მიუყვება.

მრავალფეროვანი ფლორით, ტუგაის ტიპის ჭალის ტყით, არიდული ნათელი ტყეებით, ნახევარუდაბნოებითა და სტეპური მცენარეულობით საინტერესო ტერიტორია ვიზიტორებს სალაშქრო, საგანმანათლებლო და ფრინველებზე დაკვირვების ტურებს სთავაზობს. ტერიტორიაზე ასევე შესაძლებელია სპოტულ-სამოყვარულო თევზაობაც.

თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი

ჯავახეთის ეროვნული პარკი

ჯავახეთის ეროვნულ პარკში ფლორის უნიკალური სახეობების დათვალიერება და მის გამორჩეული წარმომადგენლების გაცნობაა შესაძლებელი.  ტბების მიმდებარედ შესაძლებელია დაგეგმოთ 7 სხვადასხვა ტიპის საფეხმავლო, საავტომობილო, ველო და საცხენოსნო ტური.

ეროვნულ პარკში 140 სახეობის მობუდარი თუ გადამფრენი ფრინველი შეგხვდებათ. ჯავახეთის ეროვნული პარკი საქართველოში ერთადერთი დაცული ტერიტორიაა, სადაც სეირნობისას შესაძლოა ფლამინგოებს გადაეყაროთ.

ჯავახეთის პლატოზე ბევრი ტბაა, მათ შორის საქართველოს ყველაზე დიდი - ფარავნის ტბა.  ჯავახეთის ზეგანი საქართველოს დასახლებათა შორის ყველაზე ცივი ადგილია.  ზამთრობით ჯავახეთის ტბები ხანგრძლივი დროით იყინება.

ჯავახეთის 7 სალაშქრო, საცხენოსნო და ველო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისათვის საგანგებოდ მოწყობილი კოშკურებიდან, წელიწადის სხვადასხვა დროს, 140 სახეობის მობუდარი თუ გადამფრენი ფრინველის ნახვაა შესაძლებელი. თევზის სხვადასხვა სახეობებით მდიდარი ტბები კი იდეალურია სამოყვარულო თევზაობისთვის.  


თავგადასავლები პარკში

სეზონები

აღმოაჩინე პარკი




საქართველოს ეროვნული პარკები

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ. საქართველოს გამორჩეული ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცულ ტერიტორიებზე თქვენ გელით უამრავი თავგადასავალი და დაუვიწყარი მოგონებები.

სეზონები

რეგიონები
  • ყველა
  • აფხაზეთი
  • აჭარა
  • იმერეთი
  • კახეთი
  • მცხეთა-მთიანეთი
  • რაჭა
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი
  • სამცხე-ჯავახეთი
  • სამხრეთ ოსეთი
  • ქვემო ქართლი
  • შიდა ქართლი
პარკები
  • ყველა
  • ალგეთის ეროვნული პარკი
  • ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
  • ვაშლოვანის ეროვნული პარკი
  • თბილისის ეროვნული პარკი
  • თუშეთის ეროვნული პარკი
  • კინტრიშის ეროვნული პარკი
  • კოლხეთის ეროვნული პარკი
  • ლაგოდეხის ეროვნული პარკი
  • მარტვილის კანიონი
  • მაჭახელას ეროვნული პარკი
  • მტირალას ეროვნული პარკი
  • ოკაცეს კანიონი
  • პრომეთეს მღვიმე
  • სათაფლია
  • ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი
  • ქობულეთის ეროვნული პარკი
  • ყაზბეგის ეროვნული პარკი
  • ჯავახეთის ეროვნული პარკი
  • ჭაჭუნას ეროვნული პარკი
  • ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი
  • ნავენახევის მღვიმე
  • წალკის კანიონი
  • თეთრა მღვიმე
  • რაჭის ეროვნული პარკი
თავგადასავლები
  • ყველა
  • ველო ტური
  • ფრინველებზე დაკვირვება
  • ლაშქრობა
  • სანაოსნო ტური
  • საცხენოსნო ტური
  • სპელეო ტური
  • სპორტული თევზაობა

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა