

მათთვის ვისაც ულამაზეს კანიონში ნავით გასეირნება გსურთ, მარტვილის კანიონში სანაოსნო ტური და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდებათ.
მარტვილის კანიონი შესანიშნავი ადგილია ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად შბათ-კვირის გასატარებლად.
ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდ. აბაშის 300-მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.
ნავით გასეირნება შეუძლიათ ბავშვებს, რომელთა სიმაღლე აღემატება 120 სანტიმეტრს.
მაისიდან-სექტემბრამდე ნავით გასეირნებისთვის საუკეთესო პერიოდია, რადგან ამ დროს მდინარე გამჭვირვალე მწვანე ფერისაა და შეგიძლიათ ფსკერის დანახვაც კი.
(სანაოსნო ტურით სარგებლობის შემთხვევაში ბავშვი უნდა აღემატებოდეს 1 მეტრ სიმაღლეს)
ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30 საფეხურიანი ისტორიული კიბე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 577 10 18 97
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა
PaÂta Dvaładźe
Awesome Landmark in Georgia!