

მათთვის ვისაც ულამაზეს კანიონში ნავით გასეირნება გსურთ, მარტვილის კანიონში სანაოსნო ტური და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდებათ.
მარტვილის კანიონი შესანიშნავი ადგილია ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად შბათ-კვირის გასატარებლად.
ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდ. აბაშის 300-მეტრიან (ერთი გზა) მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.
ნავით გასეირნება შეუძლიათ ბავშვებს, რომელთა სიმაღლე აღემატება 120 სანტიმეტრს.
მაისიდან-სექტემბრამდე ნავით გასეირნებისთვის საუკეთესო პერიოდია, რადგან ამ დროს მდინარე გამჭვირვალე მწვანე ფერისაა და შეგიძლიათ ფსკერის დანახვაც კი.
(სანაოსნო ტურით სარგებლობის შემთხვევაში ბავშვი უნდა აღემატებოდეს 1 მეტრ სიმაღლეს)
ქვით მოკირწყლული 700 მ-ის სიგრძის წრიული საფეხმავლო ბილიკი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და გაივლის დადიანების ისტორიულ ბილიკს. ბილიკზე განლაგებულია 2 ხიდი, 3 გადასახედი პლატფორმა, კირქვის დიდი ლოდებისგან აშენებული 30 საფეხურიანი ისტორიული კიბე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 577 10 18 97
მარტვილის კანიონის ვიზიტორებს არა მარტო კანიონში ნავით გასეირნება, არამედ კანიონში ყვინთვა და წყალქვეშა სამყაროს გაცნობის შესაძლებლობა აქვთ. აღმოაჩინეთ წყალქვეშა მარტვილის კანიონი!
გაითვალისწინეთ, სერვისით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარი ჯავშანი.
დასაჯავშნად ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 595 80 54 55
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა