პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია. მისი ასაკი დაახლოებით, 60-70 მილიონი წელია. სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმებით მორთული ეს კარსტული მღვიმე, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობებში და გამოგზაურებთ ზღაპრულ სამყაროში.
პრომეთეს მღვიმე მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, მდინარე ყუმის აუზში. მღვიმეში სულ აღმოჩენილია 22 დარბაზი, საიდანაც ტურისტებისთვის ჯერ-ჯერობით 6 დარბაზია გახსნილი. მღვიმეში შესაძლებელია 1420 მეტრი სიგრძის ბილიკის გავლა, დარბაზების დათვალიერება და სანაოსნო ტურით გასეირნება მდინარის გამდინარე ნაკადზე.
პრომეთეს მღვიმეში უხვად შეხვდებით ბუნების ნამდვილ შედევრებს - სტალაქტიდებსა და სტალაგმიტებს, რომელთა ულამაზესი ნაღვენთი ფორმები ზღაპრული გარემოს შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველებში. ასევე, მღვიმეში გადაადგილებისას, წინ გელოდებათ „გაქვავებული ჩანჩქერები,“ „ჩამოკიდებული ქვის ფარდები,“ ჰელიქტიდები, კალციტის ნაღვენთები და სხვა ორგანული ნაფენები.
პრომეთეს მღვიმე საქართველოს სავიზიტო ბარათია და მას აუცილებლად უნდა ესტუმროთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. სტუმრობისთვის შაბა-კვირა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. იმოგზაურეთ, აღმოაჩინეთ საქართველოს მიწისქვეშა ზღაპრული სამყარო და შექმენით თავგადასავლები.
ბილეთი:
ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო
ბილეთი
6 წლიდან 18 წლამდე საქართველოს მოქალაქე, ბინადრობის მქონე და რეზიდენტი პირებისათვის
- 5.50 ლარი
ბილეთი
საქართველოს მოქალაქე, ბინადრობის მქონე და რეზიდენტი პირი ომისა და სამხედრო ძალების
ვეტერანთათვის - 5.00 ლარი
ბილეთი,
18 წელს ზემოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ბინადრობის მქონე და რეზიდენტი პირებისთვის
გარდა არასრულწლოვანებისა - 16.00 ლარი
ბილეთი,
სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის - 40.00 ლარი
ნავით
გადაადგილება მღვიმეში (საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის) -
12.18 ლარი
სხვა
ქვეყნის მოქალაქეებისთვის (ნავით გადაადგილება მღვიმეში) - 26.10 ლარი
მოსწავლეთა
ჯგუფის ვიზიტის დროს, სასწავლო დაწესებულების ერთი პედაგოგი - უფასო
ტურისტული
სააგენტოს გიდები:
(ხელშეკრულების
არსებობის შემთხვევაში) - უფასო
სამოქალაქო
ქორწინების გაფორმების ცერემონიალი - 100 ლარი
„VIP მომსახურება“ - ვიზიტორთა შესვლას და ბილეთის ფასში შემავალი სერვისებით სარგებლობას სამუშაო საათების განმავლობაში მათთვის სასურველ დროს, პერსონალური, ინდივიდუალური გამყოლის თანხლებით, ცოცხალი რიგის გვერდის ავლით - 200 ლარი + ბილეთი
კომბო ბილეთები:
პრომეთეს მღვიმე + ნავენახევის მღვიმე
პრომეთეს მღვიმე + სათაფლიას მღვიმე + ნავენახევის მღვიმე
პრომეთეს მღვიმე + მარტვილის კანიონი + ნავენახევის მღვიმე
პრომეთეს მღვიმე + მარტვილის კანიონი + ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი
გაზაფხული
ყოველდღე: 10:00 - 18:00
ზაფხული
ყოველდღე: 10:00 - 19:00
შემოდგომა
ყოველდღე: 10:00 - 17:00
ზამთარი
ყოველდღე: 10:00 - 17:00
თუ გსურთ მოხვდეთ ზღაპრულ და განსხვავებულ გარემოში, სპელეო ტური პრომეთესა და მელოურის მღვიმეებში უნდა დაგეგმოთ!
პრომეთეს მღვიმის 1 საათიანი მარშრუტი 6 ზღაპრულ დარბაზს გაივლის და ვიზიტორების სურვილის შესაბამისად, ქვეითი ან სანაოსნო გზით, მღვიმეში მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე 15 წუთიანი გასეირნებით მთავრდება.
ხოლო ექსტრემის მოყვარულებს, შეგიძლიათ მელოურის მღვიმეში მოაწყოთ სპელეო ტური.
პრომეთეს მღვიმს აუცილებლად უნდა ესტუმროთ ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად. სტუმრობისთვის შაბა-კვირა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. იმოგზაურეთ, აღმოაჩინეთ საქართველოს მიწისქვეშა ზღაპრული სამყარო და შექმენით თავგადასავლები. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - 577 10 14 17
პროფესიონალი მყვინთავებისთვის პრომეთეს მღვიმე სრულიად ახალ შესაძლებლობებს იძლევა.
ვისაც, მყვინთავის საერთაშორისო სერთიფიკატი აქვს, შეუძლია სხვა ვიზიტორებისთვის დახურულ დარბაზებში აღმოჩნდეს. ყვინთვის ტური დაახლოებით 1 საათი გრძელდება და მისი ღირებულება 150 ლარია.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - 577 10 14 17
პრომეთეს მღვიმეში მოგზაურობისას, დამატებითი თავგადასავლებისთვის და ზღაპრული გარემოს მეტად შეგრძნებისთვის, გირჩევთ სანაოსნო ტურით ისარგებლოთ.
პრომეთეს მღვიმის 1 საათიანი მარშრუტი არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთესა და იბერიის ზღაპრულ დარბაზებს გაივლის და ვიზიტორთა სურვილისამებრ, ქვეითი ან სანაოსნო გზით, მღვიმეში მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე 15 წუთიანი გასეირნებით მთავრდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით - 577 10 14 17
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა