

მათთვის ვისაც სურს აღმოაჩინოს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი ველოსიპედით, აქ სხვადასხვა სირთულის, რამდენიმე ველო ბილიკია. იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ველოსიპედი არ გყავთ, სამთო ველოსიპედის ქირაობა ვიზიტორთა ცენტრშია შესაძლებელი.
1 დღით ქირაობა - 35 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 25 ლარი
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ეროვნულ პარკში შესვლამდე!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - +995 599 747 919
ზამთარში ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი განსაკუთრებით ლამაზია. ეროვნულ პარკში თოვლის ფეხსაცმელების ერთდღიანი და ორდღიანი ბილიკები გელით. თოვლის ფეხსაცმელების ქირაობა შესაძლებელია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში.
1 დღით ქირაობის ფასი - 15 ლარი; ყოველი დამატებითი დღე - 10 ლარი
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ეროვნულ პარკში შესვლამდე!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 599 747 919
თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნება ნახოთ და კიდევ ერთი თავგადასავალი შეიქმნათ, სალაშქრო ტურების მოწყობა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მთელი წლის განმავლობაში შეგიძლიათ.
აქ დაგხვდებათ სხვადასხვა სირთულის 12 ტურისტული ბილიკი. სალაშქრო აღჭურვილობის ქირაობას ვიზიტორთა ცენტრში შეძლებთ.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ეროვნულ პარკში შესვლამდე!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 599 747 919
ჯირითის მოყვარულებს, დაუვიწყარი თავგადასავლისთვის ბორჯომ-ხარაგაულის
ეროვნულ პარკში საცხენოსნო ტურები გელოდებათ.
ცხენების ქირაობა შესაძლებელია ლიკანსა და აწყურში, ადგილობრივი მოსახლეობისგან.
საკონტაქტო პირები:
- ჯემალ ღონღაძე (ლიკანში), ტელ: 591 81 90 39
1 დღით ქირაობა - 60 ლარი (გამყოლით)
1 საათით ქირაობა - 30 ლარი (გამყოლით)
- ნუგზარ აიწურაძე (აწყურში), ტელ: 577 10 18 28
1 დღიანი ტური - 80 ლარი (+30 ლარი გამყოლისათვის) ტურის ფასში შესულია ლანჩი
1,5 - 2 საათიანი ტური - 60 ლარი (+40 ლარი გამყოლისათვის) ტურის ფასში შესულია ლანჩი
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ეროვნულ პარკში შესვლამდე!
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 599 747 919
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა