ჩემს გარშემო
გამოგვყევი

წმინდა ანდრია პირველწოდებულის ბილიკი

4 დღე
54 კმ
მარშრუტი: ბილიკი იწყება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან, ამარათის ტურისტთა, სამეცხვარიოს მცველთა და სახვლარის ტურისტთა თავშესაფრის გავლით სრულდება მარელისის მცველთა თავშესაფართან. (ან პირიქით).
ღირსშესანიშნაობები: სამეცხვარიოს მთა,შერეული ტყეები,მთა რკინის ჯვარი
სეზონი:
ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: რთული

დღე1

აწყურის მცველთა საგუშაგო - ამარათის ტურისტული თავშესაფარი; დისტანცია 16 კმ

ბილიკი იწყება აწყურის მცველთა საგუშაგოსთან (900 მ. ზღვის დონიდან), ამარათის ტურისტთა, სამეცხვარიოს მცველთა და სახვლარის ტურისტთა თავშესაფრის გავლით სრულდება მარელისის მცველთა თავშესაფართან. (ან პირიქით).

ბილიკის სიგრძე არის 54 კმ. აქ ერთმანეთს ენაცვლება წიწვოვანი და შერეული ტყეები, ალპური, სუბალპური მდელოები და კოლხური ფართოფოთლოვანი ტყეები. ბილიკის პირველი მონაკვეთი მდინარის ხეობას მიუყვება და შემდეგ ვიწრო ბილიკით ადის მთების ფერდობებზე. დასაწყისიდან 3 საათი ლაშქრობის შემდეგ პირველი პანორამული ხედები გელით, დღის მეორე ნახევარი მთის ფერდობებს მიუყვება რომლებიდანაც შესანიშნავი მცირე კავკასიონის პანორამული ხედები იშლება.


ღამისთევა შესაძლებელია ამარათის ტურისტული თავშესაფარში ან კარავში.

დღე2

ამარათის ტურისტული თავშესაფარი - სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარი; დისტანცია 9 კმ

ამარათის ტურისტულ თავშესაფარში ღამისთევის შემდეგ (1900 მ. ზღვის დონიდან) მეორე დღის ლაშქრობა სუბალპურ და ალპურ მდელოებს მიუყვება ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალი სამეცხვარიოსაკენ (2642 მ.)

ღამისთევა შესაძლებელია სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარში ან კარავში.

დღე3

სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარი - სახვლარის ტურისტული თავშესაფარი; დისტანცია 19 კმ

სამეცხვარიოს მცველთა თავშესაფარში ღამისთევის შემდეგ ბილიკი ეშვება ეროვნული პარკის უმაღლესი მწვერვალიდან დაბლა, 19 კმ. მანძილის დაფარვის შემდეგ გზად თქვენ გაივლით მთა რკინის ჯვართან, რომელზეც ლეგენდის თანახმად ანდრია პირველწოდებულმა პირველ საუკუნეში რკინის ჯვარი აღმართა.

ღამისთევა შესაძლებელია სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში.

დღე4

სახვლარის ტურისტული თავშესაფარი - მარელისის მცველთა თავშესაფარი; დისტანცია - 10 კმ

მეოთხე დღეს მარშრუტი მიუყვება მდინარის ხეობას და ყველაზე მარტივია. შესაძლებელია ერთი ღამისთევის დამატება ქვაზვინევის რეინჯერთა თავშესაფარში ან კარვებში. ანდრია პირველწოდებულის ბილიკი სრულდება მარელისის მცველთა საგუშაგოსთან.

ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 577 64 04 80

აღმოაჩინე თავგადასავლები

კომენტარები

მოგონებები

მოგონებები
1 2 3 4
ყველას ნახვა

მსგავსი ტურები

ქვაბისხევის ბილიკი

1 დღე
ლაშქრობა მთა ტყე ისტორიული ადგილები

ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი

3 დღე
ლომის მთა წიწვოვანი ტყე გადასახედი

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა