ჩემს გარშემო
გამოგვყევი
×

ბიომრავალფეროვნება

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მთის ტყეების დიდი ნაწილი შემორჩენილია ხელუხლებელ მდგომარეობაში.  

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მცენარეული საფარის მრავალფეროვნება განპირობებულია განსხვავებული ბოტანიკურ-გეოგრაფიული  მდებარეობით. რაც განსაზღვრავს მისი ბუნების უნიკალურობასა და ბუნების მრავალფეროვნების მაღალ ხარისხს. პარკის ტერიტორიის 75 % შერეული ხელუხლებელი ტყეებით არის დაფარული.  პარკის დაახლოებით მეოთხედი სუბალპურ და ალპურ მდელოებს უკავია. 

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გამოირჩევა მრავალფეროვანი ფაუნით. აქ 64 სახეობის ძუძუმწოვარია აღრიცხული, საიდანაც 11 კავკასიის ენდემია, ხოლო 8 სახეობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია“ შესული. აქ წარმოდგენილი ცხოველთა სამყაროს ძირითადი სახეობებიდან აღსანიშნავია: კეთილშობილი ირემი, არჩვი, შველი, მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი. დაცულ ტერიტორიზე ასევე ბინადრობს: გარეული ღორი, შველი, მგელი, ტყის კატა. აღრიცხულია ღამურების 20 სახეობა.

დაცული ტერიტორიის ტენიან ტყეებში რეპტილიების 30 სახეობა ბინადრობს, რომელთაგან 3 - დასავლეთ კავკასიის ენდემია და 2 სახეობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია “შეტანილი.


ფლორა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მცენარეული საფარის მრავალფეროვნება განპირობებულია განსხვავებული ბოტანიკურ-გეოგრაფიული (კოლხური, ცენტრალური კავკასიური, მცირეაზიურისა და წინააზიურის საზღვარზე) მდებარეობით. პარკის ტერიტორიის 75% შერეული ხელუხლებელი ტყეებით არის დაფარული. აქ გავრცელებულია უნიკალური, რელიქტური კოლხური ტყეების ფრაგმენტები. ეროვნულ პარკში წმინდა ნაძვნარის, სოჭნარის და ფიჭვნარის მასივებია თავმოყრილი. ტყის ეს მონაკვეთები ზღვის დონიდან 1400-1800 -ის ფარგლებშია გავრცელებული. ფართოფოთლოვანებიდან ქვედა სარტყელში ქართული მუხა და რცხილა ჭარბობს, ზედა სარტყელშიწიფელი; ხშირია საქართველოსწითელ ნუსხაში" შეტანილი წაბლი. მერქნიანი სახეობები სხვადასხვა სარტყლებსა და ჰაბიტატებში მრავალგვარ კომბინაციებს ქმნიან. გვხვდება შერეული ტყეებიც: ნაძვნარ-სოჭნარი, ფიჭვნარ-ნაძვნარი, წიფლნარ-რცხილნარი, წაბლნარ-წიფლნარი და სხვ. ამ სარტყელში გავრცელებულია იფანი (Fraxinus excelsior), ცირცელი (Sorbus torminalis), ნეკერჩხალი (Acer laetum, A. campestre), იშვიათად ჰირკანული ნეკერჩხალი (A. hyrcanum) და სუბალპური ტანბრეცილი არყნარიც. პარკის ტყეების სუბტროპიკული ქვეტყე მრავლად შეიცავს ტიპური კოლხური ლანდშაფტისათვის დამახასიათებელ მარადმწვანე მცენარეებს: შქერი, იელი, წყავი, ჭყორი, ასევე კოლხური სურო და სხვ.

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გავრცელებულ მცენარეთა სახეობა 1,200- აღემატება.

საქართველოსწითელ ნუსხაშიშეტანილ ხემცენარეთა სახეობებიდან, წაბლის გარდა, გვხვდება უხრავი (Ostrya carpinifolia), ჯონჯოლი (Staphylea colchica), აღმოსავლური მუხა (Quercus macranthera) და შიშველი თელადუმა (Ulmus glabra).

რელიქტური სახეობებიდან აღსანიშნავია იმერული ხეჭრელი, უთხოვარი, პონტოური, კავკასიური დეკა, წყავი, ბაძგი, კოლხური სურო და სხვ. კავკასიის ენდემური სახეობები აღმოსავლური ნაძვი, კავკასიური სოჭი და კავკასიური ფიჭვი.

ფაუნა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი გამოირჩევა მრავალფეროვანი ფაუნით. აქ 64 სახეობის ძუძუმწოვარია აღრიცხული, საიდანაც 11 კავკასიის ენდემია, ხოლო 8 სახეობა საქართველოს „წითელს ნუსხაშია“ შესული. აქ წარმოდგენილი ცხოველთა სამყაროს ძირითადი სახეობებიდან აღსანიშნავია: კეთილშობილი ირემი, არჩვი, შველი, მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების ტყეში ასევე ბინადრობს: გარეული ღორი, შველი, მგელი, ტყის კატა. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში აღრიცხულია ღამურების 20 სახეობა.

პარკში 217 სახეობის გადამფრენი და მობუდარი ფრინველი გვხვდება, მათგან 13 სახეობა საქართველოს „წითელს ნუსხაშია" შეტანილი. პარკის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ჰაბიტატებია როჭო (Tetrao mlokosieviewiczi) და კასპიური შურთხი (Tetraogalus caucasica).

დაცული ტერიტორიის ტენიან ტყეებში რეპტილიების 30 სახეობა ბინადრობს, რომელთაგან 3 - დასავლეთ კავკასიის ენდემია და 2 სახეობა საქართველოს „წითელ ნუსხაშია “შეტანილი.

მთის მდინარეებში შენარჩუნებულია მდინარის კალმახის (Salmo fario trutta) მრავალრიცხოვანი პოპულაცია.

საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილი იშვიათი და გადაშენების წინაშე მყოფი, სახეობებიდან დაცულ ტერიტორიებზე შენარჩუნებულია მსხვილი ძუძუმწოვრების ისეთი სახეობები და ქვესახეობები, როგორიცაა: კავკასიური კეთილშობილი ირემი, მურა დათვი, ფოცხვერი, კავკასიური არჩვი, ევროპული მაჩქათელა, გიგანტური მეღამურა, კავკასიური ციყვი, და სხვ. ფრინველებიდან კი: თეთრკუდა არწივი, სვავი, მთის არწივი, ქორცქვიტა, ველის კაკაჩა, კასპიური შურთხი, კავკასიური როჭო და სხვ.

ენდემური სახეობები: კავკასიური სალამანდრა, კავკასიური ჯვარულა, აჭარული ხვლიკი, კავკასიური გველგესლა და სხვ.

 

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა