ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი

3 დღე
43 კმ
მარშრუტი: ბილიკი იწყება ლიკანის მცველთა საგუშაგოდან (900 მ. ზღვის დონიდან) და მთავრდება მარელისის მცველთა საგუშაგოსთან (540 მ.) (ან პირიქით).
ღირსშესანიშნაობები: ლომის მთა,წიწვოვანი ტყე,გადასახედი
სეზონი:
ზამთარი გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: საშუალო

დღე1

ლიკანის მცველთა საგუშაგო - ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი.

ბილიკი იწყება ლიკანის მცველთა საგუშაგოდან (900 მ. ზღვის დონიდან) და მთავრდება მარელისის მცველთა საგუშაგოსთან (540 მ.) (ან პირიქით). ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან ლიკანის მცველთა საგუშაგო 5 კმ-ში მდებარეობს. მარშრუტის მთლიანი სიგრძე 43 კმ-ია.  ლაშქრობა იწყება მდინარე ლიკანის ხეობაში, სადაც ვიზიტორები ხვდებიან იშვიათი ჯიშის უთხოვარის ხეებს, რომლებიც საქართველოს წითელ ნუსხაშია შეტანილი.

პირველი ღამისთევა შესაძლებელია ლომის მთის ტურისტულ თავშესაფარში.

დღე2

ლომისმთის ტურისტული თავშესაფარი - სახვლარის ტურისტული თავშესაფარი, დისტანცია - 18 კმ

თავშესაფრიდან მეორე დღის სალაშქრო მარშრუტი მიუყვება აღმართს ლომის მთის მწვერვალისაკენ (2198 მ. ზღვის დონიდან), აქ ასვლას საშუალოდ 1,5 საათი სჭირდება. ლომის მთის მწვერვალიდან კარგ ამინდში, შესაძლებელია  დიდი კავკასიონის ქედის და ევროპის უმაღლესი მწვევრალი იალბუზის დანახვა.

ლომის მთაზე მდებარეობს წმ. გიორგის სალოცავი. ბილიკის ლამაზ ხედებს დამატებით ელფერს სძენს აყვავებული დეკა მაისში და როდოდენდრონი ივნისში.

ლომის მთიდან ბილიკი მიუყვება სუბალპურ მდელოებს და დღის მეორე ნახევარში ეშვება  კოლხური სუბ-ტროპიკული ტყის სარტყელში, მეორე დღის ლაშქრობა სრულდება სახვლარის ტურისტულ თავშესაფარში (1025 მ. ზღვის დონიდან).

დღე3

სახვლარის ტურისტული თავშესაფარი - მარელისის მცველთა თავშესაფარი, დისტანცია - 10 კმ

მესამე დღეს სახვლარის ტურისტული თავშესაფრიდან ბილიკი მიუყვება  მდინარე არჯოლის ხეობას და მთავრდება მარელისის მცველთა საგუშაგოსთან.

ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 577 64 04 80

აღმოაჩინე თავგადასავლები

კომენტარები

მოგონებები

მოგონებები
1 2 3 4
ყველას ნახვა

მსგავსი ტურები

ქვაბისხევის ბილიკი

1 დღე
ლაშქრობა მთა ტყე ისტორიული ადგილები

ნაკვალევის ბილიკი

1 დღე
პანორამული ხედები ქვაბისხევის კანიონი წმ. მარიამის ეკლესია

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა