ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ნაკვალევის ბილიკი

1 დღე
13 კმ
მარშრუტი: მოგზაურობა იწყება მდინარე ლიკანის ხეობიდან (900მ. ზღვის დონიდან) და სრულდება ქვაბისხევის ხობაში რეინჯერთა საგუშაგოსთან,
ღირსშესანიშნაობები: პანორამული ხედები,ქვაბისხევის კანიონი,წმ. მარიამის ეკლესია
სეზონი:
ზამთარი გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: საშუალო

დღე1

დაცვის საგუშაგო პოსტი ლიკანში - დაცვის საგუშაგო პოსტი ქვაბისხევში, დისტანცია 13 კმ.

მოგზაურობა იწყება მდინარე ლიკანის ხეობიდან (900მ. ზღვის დონიდან) და სრულდება ქვაბისხევის ხობაში რეინჯერთა საგუშაგოსთან, ვიზიტორებს ხვდებათ საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი უთხოვარი, (Táxusbaccáta) რომელიც ევროპაში არსებულ ხეებს შორის ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევა. აქ გვხვდება  8-10 ასწლეულის უთხოვრის ხეები. მდინარის ხეობიდან 2 კმ-ის გავლის შემდეგ დაბლობზე ვიზიტორებს ხვდებათ ეროვნული პარკის რუკა (930 მ. ზღვის დონიდან) საიდანაც ბილიკი მიდის მთაში.

აღმართი გრძელდება დაახლოებით სამი საათი ნიკოლოზ რომანოვის N1 ბილიკზე, შემდეგ უხვევს მარცხნივ, ნაკვალევის N 6 ბილიკზე. ვიზიტორებს ერთი საათის განმავლობაში ხვდებათ პანორამული ხედები. მარშრუტი ეშვება ქვაბისხევის ხეობაში დამრეც დაღმართზე, რომელიც N6 ბილიკიდან იწყება 2 კილომეტრში. აქ გადაადგილება შედარებით რთულია. აღნიშნული მონაკვეთი გრძელდება დაახლოებით 40 წუთი. შემდეგ  გვხვდება თვალწარმტაცი ხედები ქვაბისხევის ხეობაზე. ეს ადგილები გამორჩეულია  ბიომრავალფეროვნებით და ულამაზესია წელიწადის ნებისმიერ დროს. ბილიკის ბოლოს საკემპინგე და საპიკნიკე ადგილებია.  შესაძლებელია კარავში ღამის გათევა. 

ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 577 64 04 80

აღმოაჩინე თავგადასავლები

კომენტარები

მოგონებები

მოგონებები
1 2 3 4
ყველას ნახვა

მსგავსი ტურები

ქვაბისხევის ბილიკი

1 დღე
ლაშქრობა მთა ტყე ისტორიული ადგილები

ნიკოლოზ რომანოვის ბილიკი

3 დღე
ლომის მთა წიწვოვანი ტყე გადასახედი

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა