ჩემს გარშემო
გამოგვყევი

კოლხეთის ეროვნული პარკი

კოლხეთის ეროვნული პარკი შეიქმნა  1999 წელს, იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში.  მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე  ნაბადისა და ჭურიის  უბნის მიმდებარე  აკვატორიის ნაწილს  და პალიასტომის ტბის აუზს. პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. იგი გამოირჩევა ველური ფლორისა და ფაუნის მაღალი ბიომრავალფეროვნებით, ენდემური და რელიქტური სახეობების სიუხვით. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტები, ცალკეული ეკოსისტემები და ცენოზები.

მისი საერთო ფართობია 44308,5 ჰა-ია, რომლიდანაც ზღვის აკვატორია 15276 ჰა-ს შეადგენს.

ეროვნული პარკი 5 ადმინისტრაციული რაიონის - ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის - სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.
კოლხეთის ეროვნული პარკი მიეკუთვნება დაცული ტერიტორიების  IUSN მეორე კატეგორიას. 1997 წლიდან მას იცავს რამსარის კონვენცია, რომელიც წარმოადგენს მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს მიგრირებად, მიმომფრენ და წყალმცურავ ფრინველთა საბინადროდ ვარგისი არეალების დაცვას.

კოლხეთის ეროვნულ პარკში სტუმრობა მთელი წლის მანძილზე რეკომენდებულია. მდინერეების, ჭურიისა და ფიჩორის ხეობაში, ასევე, პალიასტომისა და ოქროს ტბაზე შესაძლებელია დაგეგმოთ ნავებით, კატერით, პანტონით და კაიაკით გასეირნება, შემდგომ კი  კოლხური ტყისა და უნიკალური ჭაობების მონახულებას შეძლებთ. კოლხეთის ეროვნულ პარკში  100-ზე მეტ სხვადასხვა სახეობის გადამფრენ ფრინველზე დაკვირვებისთვის, სათვალთვალო კოშკურებია მოწყობილი.

პარკში განსაკუთრებით საინტერესოა პალიასტომის ტბა, შავი ზღვის აკვატორია, უნიკალური ჭაობები და კოლხური ტყე. კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ვიზიტორებს  პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას (ბერდვოჩინგს) და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს. 

კონტაქტი

ვიზიტორთა სპეციალისტი
591 96 87 85 nina_gujabidze@yahoo.com

სამუშაო საათები

გაზაფხული

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00

ზაფხული

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00

შემოდგომა

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00

ზამთარი

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00

ფასიანი სერვისები

ზრდასრული

კარავი -10 ლარი;

პარალონი - 3 ლარი;

საძილე ტომარა - 5 ლარი;

ზურგჩანთა -5 ლარი;

ცხენი - 50 ლარი; 

საპიკნიკე ადგილი - 1 მაგიდა - 15 ლარი; 

საკარვე ადგილი - 1 ადამიანი -  5 ლარი.

სტუდენტი და მოსწავლე

კარავი -10 ლარი;

პარალონი - 3 ლარი;

საძილე ტომარა - 5 ლარი;

ზურგჩანთა -5 ლარი;

ცხენი - 30 ლარი;

საპიკნიკე ადგილი - 1 მაგიდა - 10 ლარი;

საკარვე ადგილი - 1 ადამიანი -  5 ლარი.

უცხოეთის მოქალაქე

X

კომბო ბილეთი

X

თავგადასავალი

სანაოსნო ტური

მათთვის ვისაც ტბაზე ან მდინარეზე გასეირნება გსურთ, კოლხეთის ეროვნულ პარკში სანაოსნო ტურები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდებათ.

ისარგებლეთ სხვადასხვა ტიპის სანაოსნო ტურით:

- პონტონი
- კაიაკი
- კატერი

სერვისის სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარი ჯავშანი.
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით - 591 96 87 85

სპორტული თევზაობა

სპორტული თევზაობა დასაშვებია კოლხეთის ეროვნული პარკის ტურისტულ მარშრუტებზე:

პალიასტომის ტბა
მდ. ფიჩორის ხეობა (ტურისტულ მარშრუტზე)
მდ. ჭურია (ტურისტულ მარშრუტზე)
ოქროს ტბა - სადაც, ვიზიტორს ეთმობა 3 პირსი, აქედან 2 ადაპტირებულია შშმ პირთათვის.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 591 96 87 85

ხელმისაწვდომია

ზამთარი გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
შესაბამისი ტურები

ფრინველებზე დაკვირვება

თუ თქვენ თავისუფალი დროის მშვიდ გარემოში გატარება გსურთ და სურვილი გაქვთ დააკვირდეთ საქართველოში მობინადრე, თუ გადამფრენ ფრინველებს, კოლხეთის ეროვნული პარკების ვიზიტორთა ცენტრებში ჭოგრიტის ქირაობასაც შეძლებთ და სპეციალურ კოშკურებსაც გამოიყენებთ.

- ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია  ადრეული გაზაფხული და გვიანი შემოდგომა
მტაცებელი ფრინველების მიგრაცია - გაზაფხული (მარტის შუა რიცხვებიდან მაისის შუა რიცხვებამდე)/ ადრეული შემოდგომა (აგვისტოს შუა რიცხვებიდან, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე)
მოზამთრე ფრინველები - ზამთარი

დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 591 96 87 85

  • სანაოსნო ტური
  • სპორტული თევზაობა
  • ფრინველებზე დაკვირვება

ადგილები რომლებიც უნდა ნახო

პარკის გარშემო

ნოქალაქევი

ნოქალაქევი (ძვ.წ. IV-III, ახ.წ. IV-V სს), ციხეგოჯი- არქეოპოლისი - ადრე შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. მდებარეობს სენაკის მუნიციპალიტეტიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 17 კმ-ის მოშორებით. მისასვლელად აუცილებელია გეზი ავიღოთ სენაკიდან მარტვილის მიმართულებით. ანტიკური ქალაქი მდებარეობს გზის პირას.

ხობის მონასტერი

ხობის მონასტერი (XIII- XIV სს) - მდებარეობს ხობის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნოჯიხევის ტერიტორიაზე, ხობის ცენტრიდან 4 კმ-ის მოშორებით. ტაძრის აშენება უკავშირდება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. ტაძარი შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ იყო დასვენებული ღვთისმშობლის კვართი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და სხვა სიწმინდეები. შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი საქართველოს კათოლიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა. ხობის ცენტრიდან მონასტრამდე მისვლა შესაძლებელია როგორც ავტომანქანით, ასევე ფეხით ( 20-30 წთ) 

დადიანების სასახლე

დადიანების სასახლე (ამჟამად მუზეუმი) XIX ს. - მდებარეობს ზუგდიდში, ცენტრთან ახლოს. სამუზეუმო კომპლექსი შედგება სამეგრელოს დედოფლის, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანისა და თავადი ნიკო დადიანის სასახლეებისაგან, კარის ეკლესიისა და დადიანების მიერ გაშენებული ბოტანიკური ბაღისაგან. მუზეუმში დაცულია მსოფლიო მნიშვნელობის ექსპონატები, სხვადასხვა სიწმინდეები.

რუხის ციხე

რუხის ციხე (XV საუკუნე) - მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფ. რუხის ტერიტორიაზე, ზუგდიდიდან 8-კმ-ის მოშორებით. მისასვლელად აუცილებელია გეზი ავიღოთ ზუგდიდიდან სოხუმის მიმართულებით. მდებარეობს გზის პირას.

კომენტარები

იხილეთ ახლოს მდებარე პარკები

კინტრიშის ეროვნული პარკი

49 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

მარტვილის კანიონი

57 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

მაჭახელას ეროვნული პარკი

76 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

მტირალას ეროვნული პარკი

52 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ოკაცეს კანიონი

68 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

პრომეთეს მღვიმე

69 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

სათაფლია

73 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ქობულეთის ეროვნული პარკი

33 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი

72 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ნავენახევის მღვიმე

86 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა