ჩემს გარშემო
გამოგვყევი

კაიაკის ტური მდ. ჭურიის ხეობაში

1 დღე
1 კმ
მარშრუტი: მარშრუტი იწყება კოლხეთის ეროვნული პარკის ზუგდიდის უბანში განთავსებული ვიზიტორთა ცენტრიდან.
ღირსშესანიშნაობები: მდინარე ჭურია,კაიაკების ტური
სეზონი:
ზამთარი გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: მარტივი

დღე1

ბილიკი მოიცავს ტურისტულ მარშრუტს, რომელიც იწყება კოლხეთის ეროვნული პარკის ზუგდიდის უბანში განთავსებული ვიზიტორთა ცენტრიდან.

ტურის განმავლობაში ვიზიტორები დაათვალიერებენ მდ. ჭურიის სანაპიროზე არსებულ თვალწარმტაც ხედებს. ლელიან-ლაქაშიანი და დუმფარებიანი ეკო-ცენოზების შემდეგ ტურისტები ხვდებიან მდ. ჭურიის ხეობაში, სადაც წარმოდგენილია რელიქტური კოლხური ტყის ფრაგმენტები - ჰართვისის მუხით, ლაფანით, იფანით, კოლხური ლიანებით...

ჭურიის ხეობაში წელიწადის სხვადასხვა დროს არის შესაძლებელი წყლის ფრინველებისა და ზოგიერთი მტაცებლის (თეთრკუდა არწივი ანუ ფსოვი, ძერა, ქორი, მიმინო...) ნახვა.

ბილიკი მოიცავს ფრინველებზე სათვალთვალო კოშკურებს ბერდვოჩერებისათვის. კოშკურები განლაგებულია კოლხეთის ეროვნული პარკის ზუგდიდის უბანში არსებული ვიზიტორთა თავშესაფრის ეზოში, საიდანაც მარშრუტი იღებს სათავეს, შემდეგ კი უკვე უშუალოდ მდინარე ჭურიის ხეობაში.

1 ადგილიანი კაიაკი (1 საათით) - 10 ლ
2 ადგილიანი კაიაკი (1 საათით) - 15 ლ


სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 591 96 87 85

აღმოაჩინე თავგადასავლები

კომენტარები

მსგავსი ტურები

პალიასტომის ტბა

1 დღე
პალიასტომი ფრინველებზე დაკვირვება

პალიასტომი - ფიჩორი, ტური პონტონით

1 დღე
პალიასტომი მდ. ფიჩორი ფრინველებზე დაკვირვება ტური პონტონით

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა