ჩემს გარშემო
გამოგვყევი

კინტრიშის ეროვნული პარკი

კინტრიშის ეროვნული პარკი საქართველოს ულამაზეს საზღვაო კურორტზე, ქობულეთის რაიონში მდებარეობს. კინტრიშის ეროვნული პარკი თანამედროვე, უმაღლესი დონის ვიზიტორთა ცენტრი აქვს, სადაც ტერიტორიების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. კინტრიშის დაცული ტერიტორიები ვიზიტორთა ცენტრიდან 24 კმ-ითაა დაშორებული და მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთას შორის, ზღვის დონიდან 300-2500 მ-ის სიმაღლეზე.

ტერიტორიები ვიზიტორებს 2, სხვადასხვა სირთულის მარკირებულ და კეთილმოწყობილ მარშრუტს: "თამარის თაღოვანი ხიდის" ერთდღიან საფეხმავლო და "უთხოვარის და ტბა ტბიყელის" ორდღიან საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკს სთავაზობს. მარშრუტის გასწვრივ მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, ასევე გამოყოფილია კოცონის დასანთები ადგილები.

კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე  ვიზიტორს შეუძლია ნახოს: ქვის თაღოვანი ხიდები, XII ს ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ნანგრევები, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, უძველესი ღვინის ქვევრები, ჩანჩქერები, უთხოვარი და ტბიყელის ტბა.

კონტაქტი

ვიზიტორთა სპეციალისტი
577 59 21 12 n.noghaideli@gmail.com

სამუშაო საათები

გაზაფხული

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

ზაფხული

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

შემოდგომა

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

ზამთარი

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

ფასიანი სერვისები

ზრდასრული

კარავი -10 ლარი;

პარალონი - 3 ლარი;

საძილე ტომარა - 5 ლარი;

ზურგჩანთა -5 ლარი;

ცხენი - 50 ლარი; 

საპიკნიკე ადგილი - 1 მაგიდა - 15 ლარი; 

საკარვე ადგილი - 1 ადამიანი -  5 ლარი.

სტუდენტი და მოსწავლე

კარავი -10 ლარი;

პარალონი - 3 ლარი;

საძილე ტომარა - 5 ლარი;

ზურგჩანთა -5 ლარი;

ცხენი - 30 ლარი;

საპიკნიკე ადგილი - 1 მაგიდა - 10 ლარი;

საკარვე ადგილი - 1 ადამიანი -  5 ლარი.

თავგადასავალი

ლაშქრობა

თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნება ნახოთ და კიდევ ერთი თავგადასავალი შეიქმნათ, სალაშქრო ტურების მოწყობა კინტრიშის ეროვნულ პარკში შეგიძლიათ.


ხელმისაწვდომია

გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
შესაბამისი ტურები

საცხენოსნო ტური

თამარის თაღოვანი ხიდისა და ტბა ტბიყელის 1 და 2 დღიანი მარშრუტები

ხელმისაწვდომია

გაზაფხული
შესაბამისი ტურები
  • ლაშქრობა
  • საცხენოსნო ტური

ადგილები რომლებიც უნდა ნახო

პარკის გარშემო

ბასრიმელეს ქვის თაღოვანი ხიდი სოფ. კობალაურში

ბასრიმელეს ქვის თაღოვანი ხიდი სოფ. კობალაურში - ხიდი აგებულია XIX საუკუნეში. ქობულეთიდან ხიდამდე მანძილი 20 კმ-ია. გადაადგილება შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით და კერძო ტაქსით.

თეთროსნის ეკლესია

თეთროსნის ეკლესია - მდებარეობს ქ. ქობულეთიდან 5 კმ დაშორებით, სოფ. ხუცუბნის ტერიტორიაზე. გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტრანსპორტით. ისტორიული ცნობებით აქ გადიოდა ხინო-ქობულეთის საქარავნო გზა და იგი უკავშირდებობა საქართველოდან ბიზანტიისაკენ მიმავალ მთავარ მაგისტრალს.

ჩეხედანას წმ. გიორგის სახელობის ეკლესია

ჩეხედანას წმ. გიორგის სახელობის ეკლესია - მდებარეობს ქობულეთის რაიონში, სოფ. ლეღვაში. ქ. ქობულეთიდან 17 კმ დაშორებით. ეკლესია აგებულია XVII საუკუნეში . გადაადგილება შესაძლებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით და კერძო ტაქსით.

პეტრას ციხე

პეტრას ციხე- მდებარეობს სოფ. ციხისძირში. ბათუმისა და ქობულეთის გზატკეცილზე, მანძილი ქობულეთიდან 5 კმ. პეტრას ციხე ადრეული ფეოდალური ხანის ძეგლია. ქაჯეთის ციხესაც უწოდებენ. ძეგლი ლაზიკის ეპარქიაში შემავალ ერთ-ერთი საეპისკოპოსო ცენტრს წარმოადგენდა. 1878წ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს პეტრას ციხემ გადამწყვეტი როლი ითამაშა ოსმალების განდევნის საქმეში.

ზედა კვირიკეს გუმბათოვანი ეკლესია

ზედა კვირიკეს გუმბათოვანი ეკლესია - მდებარეობს ქობულეთის რაიონში, სოფ.ზედა კვირიკეში. აგებულია XIX საუკუნის დასაწყისში, ბერძნების მიერ. მანძილი ქობულეთიდან  ეკლესიამდე 10 კმ-ია. გადაადგილება შესაძლებელია როგორც საზოგადოებრივი ასევე კერძო ტრანსპორტით.

წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია

წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია - მდებარეობს ქობულეთის რ-ში სოფ. დაგვაში. აგებულია XIX-ში ადრილობრივი ბერძნებისა და ქართველების მიერ. ყოველი წლის 28 აგვისტოს აღინიშნება მარიამობის დღესასწაული. ეს დღეები გამოირჩევა ტურისტული სიმრავლით, განსაკუთრებით უცხოელებით. ქობულეთიდან მანძილი 8 კმ-ია. გადაადგილება შესაძლებელია როგორც საზოგადოებრივი ასევე კერძო ტრანსპორტით.

კომენტარები

იხილეთ ახლოს მდებარე პარკები

კოლხეთის ეროვნული პარკი

49 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

მარტვილის კანიონი

84 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

მაჭახელას ეროვნული პარკი

35 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

მტირალას ეროვნული პარკი

18 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ოკაცეს კანიონი

88 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

პრომეთეს მღვიმე

84 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

სათაფლია

82 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ქობულეთის ეროვნული პარკი

23 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერი

93 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ნავენახევის მღვიმე

87 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

თეთრა მღვიმე

80 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა