ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ადგილები რომლებიც უნდა ნახო

მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი

ღირსშესანიშნაობაასხის მასივის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდ. აბაშის მარცხენა შენაკადი კირქვის ქარაფში გამოდის მღვიმიდან და იქვე ეცემა დაახლოებით 40 მეტრიდან. ჩანჩქერი დაცემის ადგილას 12 დიამეტრის ორმოს წარმოქმნის. წყალი ორმოში მდუღარესავით ბობოქრობს. ჩანჩქერის შხეფები ხშრად ცისარტყელას წარმოქნის.


მთავარი ჩანჩქერის მარჯვნივ არის კდევ ორი მომცრო ჩანჩქერია. ჩანჩქერებს დაჰყურბს 200 სიმაღლის კირქვული ქარაფი.
ჩანჩქერის მიდამოები აგებულია ზედაცარცული კირქვებით და ხშირი ტყითაა შემოსილი. ყურადღებას იპყრობს ბზის სქელი ტევრები, რომლებშიც საკმაოდ ძნელია გავლა. აქვეა ადგილი რაჩხა კარსტლი წყლების უხვი გამოსავლებით.


მდებარეობამარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. მეორე ბალდა, ადგილი რაჩხა, მდ. აბაშის სათავეები, 895 მეტრი ზღვის დონიდან.


კოორდინატებიN42 30.832 E42 28.558


მისასვლელი გზაბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია . მარტვილი. თბილისიდან მარტვილი დაშორებულია 280 კმ-ითხანგრძლივობა - 4 სთ;
. მარტვილიდან - სოფ. მეორე ბალდა  - 9 კმხანგრძლივობა - 15 წთ;
სოფ. მეორე ბალდა  -  ადგილი რაჩხა 11,5 კმხანგრძლივობა - 1 სთ და 30 წთ (სამხიდიანი ავტომობილი);
ადგილი რაჩხა  - მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი  - 3,5 კმხანგრძლივობა - 1 სთ (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი);


ღამისთევაღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია . მარტვილში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

კომენტარები

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა