ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ადგილები რომლებიც უნდა ნახო

ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები

ღირშესანიშნაობა: ბუნების ძეგლების კომპლექსი წარმოადგენს არსენ ოქროჯანაშვილის (ტობა II)  მღვიმისა და მისგან გადმომავალი ტობას კასკადოვანი ჩანჩქერის ერთობლიობას, რომელიც იშვიათ და ულამაზეს სანახაობას ქმნის.
მღვიმე ძნელად მისადგომია და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე იქ ასვლა არ არის რეკომენდებული, ხოლო შიგნით სამოგზაუროდ საჭიოა რეზინის ნავი. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. შესასველეი (15X20 მ ) ქარაფის გასწვრივ იხსნება. სამიარუსიანი, მრავალგანშტოებიან მღვიმეში რამდენიმე დარბაზია. მათ შორის გამოირჩევა: „ნონას დარბაზი“, „ნანას დარბაზი“, „სალონი“, „უნივერსიტეტი 50“, „ტბიანი“ და სხვა დარბაზები. ქიმიური ნალექები მრავალფეროვანი ფორმებით არის წარმოდგენილი. ერთ-ერთი სტალაგმიტის სიმარლე 7 მ აღწევს. მღვიმის ჯამური სიგრძით 1300 მ-ია. მღვიმიდან გამომავალი მდინარე, რომელიც მიწისქვეშ 4 ტბას აჩენს, წარმოქნის 234 მ სიმაღლის, (საქართველოში ყველაზე მაღალი) ტობის კასკადური ჩანჩქერს.

მდებარეობა: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ.  მეორე ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. აბაშის მარჯვენა შენაკადის ტობას ხეობა, 707 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 28.325 E42 27.315

მისასვლელი გზა:  ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. მარტვილი. თბილისიდან მარტვილი დაშორებულია 280 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ;
ქ. მარტვილი - სოფ. პირველი ბალდა - 9,4 კმ; ხანგრძლივობა - 20 წთ;
სოფ. პირველი ბალდა - ტობას ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები - 5,6 კმ; ხანგრძლივობა - 1 სთ და 10 წთ; (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი)

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. მარტვილში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშრდით: 595 80 54 55

კომენტარები

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა