ღირშესანიშნაობა: ბუნების ძეგლების კომპლექსი წარმოადგენს ტობა პირველის მღვიმისა და მისგან გადმომავალი ონიორეს ჩანჩქერის ერთობლიობას, რომელიც იშვიათ
და
ულამაზეს
სანახაობას
ქმნის.
მღვიმე გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. შესასველეი (12X5 მ) ქარაფის
გასწვრივ
იხსნება.
შესასვლელიდან
70 მეტრში
21 მ
სიმაღლის
მიწისქვეშა
ჩანჩქერია,
სადაც
ჭერის
სიმაღლე
30 მეტრზე
მეტია.
ცალკეულ
ადგილას
გვირაბის
სიგანე
12-15 მ
აღწევს.
მღვიმიდან
გამომავალი
მიწიქვეშა
მდინარე
15 მეტრში,
67 მ
სიმაღლის
ონიორეს
ჩანჩქერს
წარმოქნის.
მდებარეობა: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. მეორე ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. აბაშის
მარჯვენა
შენაკადის
ტობას
ხეობა,
680 მეტრი
ზღვის
დონიდან.
კოორდინატები: N42 28.643 E42 27.520
მისასვლელი გზა:
ბუნების
ძეგლთან
ყველაზე
ახლომდებარე
მსხვილი
დასახლებული
პუნქტია
ქ.
მარტვილი.
თბილისიდან
მარტვილი
დაშორებულია
280 კმ-ით; ხანგრძლივობა
- 4 სთ;
ქ. მარტვილი - სოფ. პირველი ბალდა - 9,4 კმ; ხანგრძლივობა - 20 წთ;
სოფ. პირველი ბალდა - ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლები - 6,1 კმ; ხანგრძლივობა
- 1 სთ
და
30 წთ;
(საფეხმავლო
მარკირებული
ბილიკი)
ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. მარტვილში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშრდით: 595 80 54 55
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა