ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ლაგოდეხის ეროვნული პარკი

გიყვართ ფეხით ან ცხენით მოგზაურობა? ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ტურისტული აქტივობების ფართო არჩევანს გთავაზობთ, მათ შორის, სხვადასხვა ტიპის ლაშქრობებს ულამაზესი ჩანჩქერებისა თუ უძველესი ციხე-სიმაგრეების სანახავად. თუ თქვენ ხართ ამბიციური და სპორტული მოლაშქრე, აუცილებლად უნდა სცადოთ სამდღიანი ლაშქრობა შავი კლდეების ტბისკენ, რომლის ალპური ზონიდან კავკასიონის მთების ულამაზესი ხედი იშლება. 

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და დიდი კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზეა განფენილი. მისი განსაკუთრებული ბიომრავალფეროვნება არ არის გასაკვირი. სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა (სიმაღლებრივი ზონალურობა, ჰავისა თუ ლანდშაფტური ზონების სრული სპექტრით) 3,428 მეტრს აღწევს. ჰაბიტატის (საცხოვრებელი გარემოს) დიფერენციაცია ჭალის ტყეებით დაწყებული და ერთი შეხედვით უსიცოცხლო ციცაბო კლდეების კალთებით დამთავრებული, ბუნებრივად იწვევს იმგვარ ბიომრავალფეროვნებას, რომლის მსგავსიც საქართველოს სხვა არც ერთ დაცულ ტერიტორიაზე არ გვხვდება.

ტურისტული თვალსაზრისით ტერიტორია საკმაოდ კეთილმოწყობილია.  დღეისათვის ადმინისტრაცია  ვიზიტორებს სთავაზობს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მარკირებულ ბილიკებს, კერძოდ: ,,როჭოს ჩანჩქერი“, „ნინოსხევის ჩანჩქერი,“ მაჭის ციხე“, ,,შავი კლდეების ტბა“ და ბუნების შემეცნებით ბილიკი.

კონტაქტი

ვიზიტორთა სპეციალისტი
577101834 zazats2002@yahoo.com

სამუშაო საათები

გაზაფხული

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00

ზაფხული

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00

შემოდგომა

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00

ზამთარი

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00

ფასიანი სერვისები

ზრდასრული

კარავი - 10 ლარი;

ზურგჩანთა - 5 ლარი;

საძილე ტომარა -5 ლარი;

პარალონი - 3 ლარი;

საკონფერენციო დარბაზი (50 ადამიანზე) - 150 ლარი;

ცხენი - 50 ლარი;

საპიკნიკე ადგილი - 1 მაგიდა - 15 ლარი;

საკარვე ადგილი - 1 ადამიანი - 5 ლარი.

სტუდენტი და მოსწავლე

კარავი - 10 ლარი;

ზურგჩანთა - 5 ლარი;

საძილე ტომარა -5 ლარი;

პარალონი - 3 ლარი;

საკონფერენციო დარბაზი (50 ადამიანზე) - 150 ლარი;

ცხენი - 50 ლარი;

საპიკნიკე ადგილი - 1 მაგიდა - 10 ლარი;

საკარვე ადგილი - 1 ადამიანი - 5 ლარი.

უცხოეთის მოქალაქე

X

კომბო ბილეთი

X

თავგადასავალი

ლაშქრობა

თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნება ნახოთ და კიდევ ერთი თავგადასავალი შეიქმნათ, სალაშქრო ტურების მოწყობა ლაგოდეხის ეროვნულ პარკში შეგიძლიათ.

საცხენოსნო ტური

ჯირითის მოყვარულებს, დაუვიწყარი თავგადასავლისთვის ეროვნულ პარკებში საცხენოსნო ტურები გელოდებათ.

ხელმისაწვდომია

გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
შესაბამისი ტურები
  • ლაშქრობა
  • საცხენოსნო ტური

ადგილები რომლებიც უნდა ნახო

პარკის გარშემო

სოფ. ლელიანის წმინდა თევდორეს ეკლესია

სოფ. ლელიანის წმინდა თევდორეს ეკლესია  - მდებარეობს ქ. ლაგოდეხიდან 26 კმ-ში. XI-XII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. თავდაპირველად რიყის ქვით ნაშენი სამეკლესიანი ბაზილიკა ყოფილა.გარშემოსავლელი დასავლეთის მხრიდან ჰქონდა. მრავალჯერ გადაუკეთებიათ აფსიდით დასრულებული სამხრეთი ნავი ცენტრალურს მთელ სიგრძეზე გასდევს.

XVI-XVII საუკუნეებში საფუძვლიანი გადაკეთების დროს მას შუა თაღის ადგილას კარვისებური სახურავით დასრულებული აგურის რვამალიანი სამრეკლო დააშენეს, რამაც დაარღვია ნაგებობის თავდაპირველი გეგმა. ჩრდილო ნავი უფრო მოკლეა და დაკავშირებულია შუა ნავთან. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს. მისასვლელად საჭიროა გეზის აღება სოფ. ლელიანის მიმრთულებით.

ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი

ბოდბის წმ. ნინოს სახელობის დედათა მონასტერი  - ქ. ლგოდეხიდან 47 კმ-ში. აქ აღესრულა და აქვეა დაკრძალული ქართველთა განმანათლებელი და ქრისტიანობის გამავრცელებელი წმიდა ნინო. ტაძარი აგებულია IV -ის 30-იან წლებში. წმიდანის საფლავზე დიდებული ეკლესია პირველმა ქრისტიანმა მეფემ მირიანმა ააგო და გაამშვენა. მას შემდეგ ტაძარზე მუდამ ზრუნავდნენ ქართველი მეფეები და დიდებულები: ვახტანგ გორგასალმა V საუკუნეში გააფართოვა და მოკაზმა ეკლესია; IX საუკუნეში მას დღევანდელი, სამნავიანი ეკლესიის სახე მიეცა; XII საუკუნეშე დავით აღმაშენებლის ძემ დემეტრე I-მა კვლავ განაახლა მოციქულთა სწორის განსასვენებელი; XVII საუკუნეში შაჰ-აბასის მიერ დარბეული მონასტერი თეიმურაზ I-მა აღადგინა.მისასვლელად საწიროა გეზის აღება ქ. სიღნაღისაკენ.

ქალაქი სიღნაღი

სიყვარულისა და ღვინის ქალაქი, ასე უწოდებენ სიღნაღს ბოლო წლებში. ძალიან მიმზიდველია მათთვის, ვისაც განტვირთვა ესაჭიროება, მოსწონს ყველაფერი მშვენიერი, სასიამოვნო და პატარა. სიღნაღში გასეირნებისას, შეიძლება თავი იტალიაში იგძნოთ – არქიტექტურა საკმაოდ მსგავსია პატარა იტალიური ქალაქებისა. მოკირწლული, რომანტიკული ქუჩები, მოჩუქურთმებული აივნები, 24/7 საქორწილო-სარიტუალო მომსახურება.

სიღნაღი - მდებარებს ქ. ლაგოდეხიდან 46 კმ-ში. იგი მდებარეობს მაღალი მთის კონცხზე, საიდანაც გადაჰყურებს ალაზნის ველს. მისასვლელად საჭიროა გეზის აღება ქ. წნორის მიმართულებით.

გრემის “მთავარანგელოზი”

გრემის “მთავარანგელოზი” ანუ მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი - მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ტაძარი აგებულია 1565 წელს, კახთა მეფის, ლევანის მიერ. ეკლესიის მოხატვა დაუსრულებიათ 1577 წელს. მისასვლელად საჭიროა გეზის აღება ქ. თელავისაკენ ქ. ლაგოდეხიდან 58 კმ.

ნეკრესი

ნეკრესი – ისტორიული ქალაქი კახეთში ქ. ლაგოდეხიდან 51 კმ-ში.ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან. დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. VIII-IX საუკუნების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (VIII-IX სს, ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა. მისასვლელად საჭიროა გეზის აღება ქ. ყვარელის მიმართულებით.

ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი  - მუზეუმი განთავსებულია ცნობილი ქართველი პოეტის-ალექსანდრე ჭავჭავაძის სასახლეში (აგებულია 1886 წელს არქიტექტორ ა. ოზეროვის მიერ სოფ. წინანდალში), სადაც თავმოყრილია როგორც მისიცხოვრება-შემოქმედების, ასევე თანადროული ეპოქის მასალები - ეპისტოლარული და იკონოგრაფიული არქივი მისასვლელად საჭიროა გეზის არება ქ. გურჯაანის და სემდგომ ქ,. თელავის მიმართულებით. ქ. ლაგოდეხიდან 77 კმ.

ალავერდის კათედრალური ტაძარი

მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა (ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა), მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი მნიშვნელოვან საგანმანათლებლო სასულიერო ცენტრს წარმოადგენდა. მონასტერში შეგიძლიათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული წესით დამზადებული ქვევრის სამონასტრო ღვინო.

იყალთოს აკადემია

იყალთოს აკადემია  (XII საუკუნე) - მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში სოფელ იყალთოსთან 1.5 კმ-ში. მანძილი ქ. ლაგოდეხიდან 87კმ.

კომენტარები

იხილეთ ახლოს მდებარე პარკები

ვაშლოვანის ეროვნული პარკი

74 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

თუშეთის ეროვნული პარკი

80 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ჭაჭუნას ეროვნული პარკი

69 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა