ჩემს გარშემო
გამოგვყევი

მაჭის ციხე

1 დღე
10 კმ
მარშრუტი: ტური იწყება სოფ. მაწიმში არსებული საინფორმაციო ცენტრიდან და მიემართება მდინარე ბნელიხეობის მიმართულებით
ღირსშესანიშნაობები: მაჭის ციხე,ფართოფოთლოვანი ტყე,მდ. ბნელი ხევი,კარის ეკლესია
სეზონი:
ზამთარი გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: საშუალო

დღე1

ტური იწყება სოფ. მაწიმში არსებული საინფორმაციო ცენტრიდან და მიემართება მდინარე ბნელიხეობის მიმართულებით

გზად გვხვდება ჯაგრცხილის კორომი, ირგვლივ ხალიჩასავით მოფენილი ხავსები, რომლებიც თითქოს ქურქივით წამოუსხამთ შიშველ ქვებს. რეალურად ქცეულ ზღაპარში მოხვედრილი გავდივართ წიფლნარის შერეულ კორომს და ვკვეთ მდ. ,,ბნელ ხევს” საიდანაც ვიწრო ბილიკით მთის კალთას შეუყვებით, რომელსაც მივყავართ საუკუნეების წინ ჩვენი წინაპრების მიერ აგებულ ციხე-სიმაგრესთან.

ფეოდალური ხანის კახეთის სამეფოს თვალსაჩინო ციხე-სიმაგრე გარს შემორტყმული გალავნითა და მის შიგნით ჯერ კიდევ ამაყად მდგარი კარის ეკლესიით,  მიწისქვეშა გასასვლელებით და ოდესღაც იქ მდგარი შენობების ნანგრევებით მნახველის თვალწინ აცოცხლებს უკვე დავიწყებული შორეული წარსულის სურათებს.

გაითვალისწინეთ: გთხოვთ, თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რადგან ბილიკი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის უშუალო სიახლოვეს მიემართება

აღმოაჩინე თავგადასავლები

კომენტარები

მსგავსი ტურები

როჭოს ჩანჩქერი

1 დღე
როჭოს ჩანჩქერი ფართოფოთლოვანი ტყე მდ. შრომის ხევი

შავი კლდეების ტბა

3 დღე
შავი კლდეების ტბა ფართოფოთლოვანი ტყე კავკასიონის ხედები ალაზნის ველის ხედები

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა