ჩემს გარშემო
გამოგვყევი

გაითვალისწინეთ

 მარშრუტზე გასვლის შესათანხმებლად მიმართეთ ლაგოდეხის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას

სასურველია უხეში ქსოვილის შარვლის, მაღალყელიანი ფეხსაცმლის ჩაცმა;

თან იქონიეთ საველე საკვები და წყალი

ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში, შავი კლდეების ტბის ტური კი მხოლოდ ივნისიდან ნოემბრამდე;

მაჭის ციხისა და შავი კლდეების ტბის მონახულებისას, მესაზღვრეებთან რეგისტრაციისთვის, აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

 

ვიზიტორებისთვის დაშვებულია

 მონიშნულ ბილიკზე ცხენით და ფეხით გადაადგილება

 სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა

 საპიკნკე და საკარვე ადგილებით სარგებლობა

 კოცონის დანთება სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში

 ფლორასა და ფაუნაზე დაკვირვება

 ფოტო და ვიდეო გადაღება

 

ვიზიტორებს ეკრძალებათ

 ცეცხლსასროლი იარაღის ან ნებისმიერი ისეთი ნივთის ტერიტორიაზე შეტანა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის გარემოს

 შინაური ცხოველების ტერიტორიაზე შეყვანა

 მცენარეების ან მისი ცალკეული ნაწილების, ქანების ან ნამარხი მასალების აღება

 ყვირილი, ხმაური, ფაუნის ნებისმიერი წარმომადგენელის დაჭერა, გამოდევნა ან რაიმე ზიანის მიყენება

 ინფრასტრუქტურის დაზიანება

 სპეციალური ნებართვის გარეშე ბუნებრივი და კულტურული მასალების შეგროვება

 საქართველოსთვის უცხო ორგანიზმების შეყვანა და გავრცელება

 შეზღუდული ხედვის პირობებში (ნისლი, მაღალი ბუჩქნარი ან ბალახები) სწრაფი გადაადგილება

 ცეცხლის დანთება (სპეციალურად გამოყოფილი ადგილის გარდა)

 კლდეებზე აძრომა, კლდის ქიმზე ან ხევისპირზე 0,5 მ. მანძილზე ახლოს დგომა

112
გადაუდებელი
დახმარების ნომერი

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა