ჩემს გარშემო
გამოგვყევი

მედია

საქართველოს ყველაზე ლამაზი სალაშქრო ბილიკები

2018-08-31

1.  მოგზაურობა ლაგოდეხის ეროვნულ პარკში შავი კლდეების ტბისკენ

       საუკეთესოა: ბუნების მოყვარულთათვის

საქართველოში არსებული ბევრი საფეხმავლო ბილიკი სავსეა გეოლოგიური აღმოჩენებით და შთამბეჭდავი ხედებით, მაგრამ რელიეფის წყალობით მხოლოდ რამოდენიმე ცხოველის ნახვაა შესაძლებელი. თუ თქვენ გიზიდავთ ველური ცოცხალი ბუნება აღნიშნულ ტერიტორიაზე თქვენ შეგიძლიათ ნახოთ წითელი ირემი, ევრაზიული ფოცხვერი, არჩვი და ყავისფერი დათვი, ასევე ტერიტორიაზე შეიძლება ნახოთ არწივის რამოდენიმე სახეობას.

ლაგოდეხის ეროვნული პარკი საქართველოში უძველეს დაცულ ტერიტორიას წარმოადგენს და მას ბუნბის მოყვარულთა სამოთხე შეიძლება ეწოდოს. ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე არის ყინულოვანი „შავი კლდეების ტბა“ , ჩანჩქერები, დაცული ტყეები და აყვავებული ხეობები. ყინულოვანი ტბის სანახავად საჭიროა სამ დღიანი ლასქრობა, თუმცა ტერიტორია ვიზიტორს სხვა შედარებით უფრო მოკლევადიან ლაშქორბებსაც სთავაზობს მაგალითად ნინოსხევის ან „დიდი“ ჩანჩქერის და სხვა ულამაზეს ბილიკებს.


2.  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ნიკოლოზ რომანოვის სახლობის ბილიკი

       საუკეთესოა: სიმწვანისთვის 

საქართველოს გულში მდებარე ეროვნული პარკის ტერიტორიას გააჩნია 11 ტურისტული მარშუტი, რომელიც განსხვავდება სირთულეების ხარისხით. ნიკოლოზ რომანოვის სახელობის ბილიკი კი შეიძლება ითქვას რომ პარკის ტერიტორიის გასაცნობად იდეალურია (რადგან იგი კვეთს მთელ პარკს). ბილიკის ბოლომდე გასავლელად საჭიროა სამი დღე. ასევე შესაძლებელია ბილიკის ნახევრის ცხენით გავლა და თუ გაგიმართლად  გზად შეიძლება იხილოთ ის იშვიათი ჯიშის ცხოველები რომელნიც პარკის ტერიტორიაზე ბინადრობენ.


3.  პირიქითის უღელტეხილის გადაკვეთა (თუშეთის რეგიონი): 

       საუკეთესო: ადგილობრივი ცხოვრების წესის გასაცნობათ

თუშეთის რეგიონის მწვერვალები და ულამაზეს ხეობები, რომელიც გვთავაზობს შთამბეჭდავ მოგზაურობას ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ დაცულ ტერიტორიაზე. მოგზაურობის დაწყება შეიძლება სოფელ ომალოში, საიდანაც გაივლით ულამაზეს ლანდშაპტს, მთის სოფლის დართლოსკენ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია თუშეთის რეგიონში, შემდეგ კი ჭეშო და ფარსმა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გზათ დარჩეთ საოჯახო სასტუმროებში, და მხოლოდ ამ ხეობაში გაატაროთ რამოდენიმე დღე. თუ გადაწყვეტთ მოგზაურობის გაგრძელებას აღმოაჩენთ მიტოვებულ სოფელ დადიკურთას და გადაკვეთავთ საფეხმავლო ბილიკს, რომელიც გადის მდინარის ხეობაზე, სავსეა უფრო მეტი მიტოვებული სოფელით და ბოლოს დაბრუნდებით ისევ ომალოში. ასევე შეგიძლიათ გააგრძელოთ  მოგზაურობა სოფელი ფარმადან აწუნთის ქედისკენ. როდესაც გადაივლით ამ ქედს აღმოჩნდებით ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მაღალ მთიან რეგიონში - ხევსურეთში.


4.  გასეირნება თრუსოს ხეობაში

       საუკეთესოა: შედარებით მსუბუქი დღის მოგზაურობისთვის, ხედებისთვის, ბუნებისთვის

ეს მშვიდი ფეხით მოგზაურობა გამოგზაურებთ ნახევრად უდაბურ ხეობაში. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, ულამაზესი ხეობა, მათ შორის შესანიშნავი ტრავერტინების ფორმირებები და დატკბეთ ტერიტორიის ისტორიით, რადგან ბილიკი გაივლის უძველეს კოშკებს დამიტოვებულ დასახლებებს. თუმცა სამწუხაროდ მთლიანი ხეობის დათვალიერება შეუძლებელია და ბილიკის ბოლო წერტილი ზაქარგორის ციხესიმაგრესთან არის. თუმცა ქვემო ოქროყანიდან ზაქარგორამდე და შემდეგ უკან 6 საათიან ლაშქრობას საჭიროებს.


5.  ლაშქრობა ჭაუხის უღელტეხილისკენ

      საუკეთესოა: ქვიანი რელიეფით და ულამაზესი ტბებით

ზომიერი სიძნელის ბილიკი კვეთს ტერიტორიას რომელიც ხშირად მოიხსენიება, როგორც „ქართულ  დოლომიტებს“ და აკავშირებს ერძთმანეთთან ორ რეგიონს. თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ ერთ დღიანი მოგზაურობა ჯუთადან როშკას მიმართულებით. თუ გნებავთ გაიხანგრძლიოთ მოგზაურობა როშკაში შესაძლებელია ღამის თევით გაჩერებაც. მოგზაურობის მთავარი ღირსშესანიშნაობა არის აბუდალაურის ალპური ტბები, რომელიც ჭაუხის უღელტეხილის შორეული მხარეა და მდებარეობს 3431 მ. სიმაღლეზე რაც ნამდვილად ღირს სანახავად. უღელტეხილი იდეალური ადგილია შესასვენებლად და საპიკინკედადგილის სიმაღლის გამო ვიზიტის პერიოდი შეზღუდულია და შესაძლებელია მხოლოდ ივლისიდან სექტემბრის ჩათვლით.

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა