სოფ. ლელიანის წმინდა თევდორეს ეკლესია - მდებარეობს ქ. ლაგოდეხიდან 26 კმ-ში. XI-XII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია. თავდაპირველად რიყის ქვით ნაშენი სამეკლესიანი ბაზილიკა ყოფილა.გარშემოსავლელი დასავლეთის მხრიდან ჰქონდა. მრავალჯერ გადაუკეთებიათ აფსიდით დასრულებული სამხრეთი ნავი ცენტრალურს მთელ სიგრძეზე გასდევს.
XVI-XVII საუკუნეებში საფუძვლიანი გადაკეთების დროს მას შუა თაღის ადგილას კარვისებური სახურავით დასრულებული აგურის რვამალიანი სამრეკლო დააშენეს, რამაც დაარღვია ნაგებობის თავდაპირველი გეგმა. ჩრდილო ნავი უფრო მოკლეა და დაკავშირებულია შუა ნავთან. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს. მისასვლელად საჭიროა გეზის აღება სოფ. ლელიანის მიმრთულებით.
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა