ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ყაზბეგის ეროვნული პარკი

ალპური იალაღები, მორენები, თოვლით დაფარული მწვერვალები და მიუდგომელი კლდეები ის ადგილებია, რომლებიც ყაზბეგის ეროვნული პარკის შემადგენლობაში შედის. იგი ერთ-ერთი ყველაზე მონახულებადი ეროვნული პარკია. ის მაღალმთიანია და მისი ყველაზე დაბალი წერტილი ზღ. დ-დან 1,400 მ-ზე მდებარეობს.

ყაზბეგის ეროვნულ პარკში აუცილებლად უნდა მოინახულოთ:
- თრუსოს ხეობა - თრუსოს ხეობისკენ მიმავალი გზა მდინარე თერგს მიუყვება. თრუსოს ხეობში შესაძლებელია თრუსოს ტრავერტინების და აბანოს მინერალური ტბის მონახულება, ასევე აქ შეგხვდებათ ისტორიულ-კულტურული ძეგლები, კოშკები, ნასოფლარები და მრავალი მინერალური წყარო.
- დარიალის ხეობა - ხეობა მდიდარია ულამაზესი ჩანჩქერებითა და ტბებით, რომელთა შორის აღსანიშნავია გველეთის ჩანჩქერი და გულის ფორმის ტბა, რომელსაც მისი ორიგინალური ფორმის გამო სიყვარულის ტბასაც კი უწოდებენ.
- ხდის ხეობა - ამ ხეობის გამორჩეული სილამაზეა თარგმნის წყლის ჩანჩქერი და ალპინისტებისათვის მიმზიდველი მწვერვალები: შავანა, შანი და მრავალი სხვ.;

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საქართველოში გამორჩეული ისტორიულ-კულტურული ძეგლები მდებარეობს. მათგან, აღსანიშნავია საქართველოს სავიზიტო ბარათი - გერგეთის სამება, სადაც მოხვედრა ყაზბეგის ეროვნული პარკის გავლითაა შესაძლებელი.

კონტაქტი

ვიზიტორთა სპეციალისტი
591 96 33 35; Gvanci9191@gmail.com

სამუშაო საათები

გაზაფხული

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00

ზაფხული

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00

შემოდგომა

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00

ზამთარი

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00

ფასიანი სერვისები

თავგადასავალი

ადგილები რომლებიც უნდა ნახო

პარკის გარშემო

აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი

ზედაიურული კარბონატული ქანებიდან დედამიწის ზედაპირზე ნახშირორჟანგიანი აღმავალი წყაროს მიერ წარმოქმნილი პატარა ტბაა, რომელიც ხმაურით „დუღს“ ნახშირორჟანგა გაზის ბუშტებისაგან. წყაროს დებეტია 2,5 მლნ ლიტრი დღე-ღამეში. ტბის ფართობი 0,04 ჰა-ია. აირის გამოყოფა უქარო ამინდში ჰაერის ქვედა ფენებში ნახშირორჟანგის დაგროვებას იწვევს. პატარა ცხოველები ტბასთან მიახლოვებისას იგუდებიან და ამიტომ აქ შეიძლება შეგხვდეთ დაღუპული თაგვების, ხვლიკების, ბაყაყების და ჩიტების გვამები.

მდებარეობა: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, თრუსოს ხეობა, მდ. თერგის მარცხენა ნაპირზე სოფ. აბანოდან აღმოსავლეთით, 2127 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 35.290 E44 25.323

მისასვლელი გზა: უახლოესი დასახლებული პუნქტებია: სოფ. ქეთერისი და სოფ. აბანო (სადაც მოსახლეობა სეზონურად ცხოვრობს), შედარებით მოშორებულია სოფ. კობი, რომელიც ქ. თბილისიდან დაშორებულია 136 კმ-ით; ხანგრძლივობა - 2 სთ და 10 წთ; 
სოფ. კობი - აბანოს ტბის ბუნების ძეგლი - 18,6 კმ გრუნტის გზა. ხანგრძლივობა - 1 სთ და 30 წთ; 
დაბა სტეფანწმინდა - აბანოს ტბის ბუნების ძეგლი - 35 კმ. ხანგრძლივობა - 2 სთ;
სოფ. ქეთერისი - აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი - 2,8 კმ, საჭიროა მდინარე თერგზე შემოსავლელი საფეხმავლო/საცხენოსნო გზის გავლა. ხანგრძლივობა - 30 წთ;

საკონტაქტო ინფორმაცია: 
ტელ: 591 96 33 35
ელ-ფოსტაGvanci9191@gmail.com

სახიზარის კლდის ბუნების ძეგლი

ბუნების ძეგლი საინტერესო გეოლოგიური აგებულებით გამორჩეული ეროზიული სვეტების კომპლექსია, რომელიც  წარმოიქმნა უხვი ნალექის შედეგად ჩამორეცხილ მთა ქაბარჯინაზე. მთა წარმოადგენს ვულკანური ღვარის ბრტყელთხემიან ბორცვს, რომლის ფერდობებზეც დეკა ხარობს. მოსახლეობა ამ ადგილს უწოდებს „სახიზნარის კლდის სვეტებს“, ვინაიდან წინა საუკუნეებში ომიანობის პერიოდში, მტრის მოახლოვების დროს სოფლის მოსახლეობა სწორედ აქ იხიზნებოდა და თავს აფარებდა კლდეებს.

მდებარეობა: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, მდ. თერგის  ხეობა, სოფ. სიონის მიდამოები, 3136 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 34.279 E44 33.299  

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე  დასახლებული პუნქტია სოფ. სიონი. თბილისიდან სიონი დაშორებულია 144 კმ-ით; ხანგრძლივობა - 2 სთ და 20 წთ;
დაბა სტეფანწმინდა - სოფ.სიონი - 8,5 კმ. ხანგრძლივობა - 10 წთ;
სოფ. სიონი - სახიზარის კლდის ბუნების ძეგლი -  4 კმ, ხანგრძლივობა - 1 სთ. (საფეხმავლო)

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 591 96 33 35
ელ-ფოსტა: Gvanci9191@gmail.com

ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი

კავკასიონის მთავარი ქედის ძირში, ლავური ლოდნარის ქვეშ, ზედაიურული კარბონატული ფლიშიდან გამოედინება მძლავრი წყაროების ჯგუფი, რომელსაც მკვლევარებმა „ნარზან-ვოკლუზი“ უწოდეს. წყარო დღე-ღამეში იძლევა 25-30 მილიონ ლიტრ ჰიდროკარბონატულ-კალციუმიან წყალს, რაც შეესაბამება 300-350 ლ/წმ. მისგან სათავეს იღებს მდინარე, რომელიც გაედინება სოფელ ქეთერისზე, სადაც მინერალურ წყალზე წისქვილების კასკადია გამართული.

მდებარეობა: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, თრუსოს ხეობა, მდ. თერგის მარჯვენა ნაპირი, სოფ. ქეთერისის მიდამოები,  2168 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 35.672 E44 23.739

მისასვლელი გზა: უახლოესი დასახლებული პუნქტებია სოფ. ქეთერისი (სადაც მოსახლეობა სეზონურად ცხოვრობს), შედარებით მოშორებულია სოფ. კობი, რომელიც ქ. თბილისიდან დაშორებულია 136 კმ-ით; ხანგრძლივობა - 2 სთ და 10 წთ; 
სოფ. კობი - სოფ. ქეთერისი - 15,8 კმ გრუნტის გზა. ხანგრძლივობა - 1 სთ და 10 წთ; სოფ. ქეთერისი - ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი - 0,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ (საფეხმავლო);
დაბა სტეფანწმინდა - ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლი  - 33 კმ. ხანგრძლივობა - 1 სთ და 40 წთ;

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 591 96 33 35
ელ-ფოსტა: Gvanci9191@gmail.com

გერგეთის სამება

გერგეთის სამება- ძეგლი მდებარეობს დაბა სტეფანწმინდიდან 6 კმ-ში და წარმოადგენს XIV საუკუნის ტაძარს. მისასვლელად აუცილებელია გეზის აღება სოფელ გერგეთისკენ, საიდანაც მაღალი გამავლობის მანქანით ან ფეხით შესაძლებელია მთის მწვერალზე ასვლა და ამ ძეგლის მონახულება.

გველეთის ჩანჩქერი

გველეთის ჩანჩქერი - მდებარეობს დარიალის ხეობაში სოფელ გველეთთან 7 კმ-ში დაბა სტეფანწმინდიდან. მისასვლელად აუცილებელია დაშვება დარიალის ხეობაში, საიდანაც ვიწრო ბილიკით გზა მიდის ჩანჩქერისკენ. ბოლო 700 მეტრიანი მონაკვეთის გასავლელად აუცილებელია მანქანიდან ჩამოსვლა და ფეხით სიარული.

ჯვრის უღელტეხილი
ჯვრის უღელტეხილი - მდებარეობს კავკასიონის წყალგამყოფი ქედის ჩრდილოეთით და „National Geographic Society“-ის მიერ მოიაზრება ევროპა აზიის საზღვრად. უღელტეხილი მდრებარეობს გუდაურიდან 5 კმ-ში და სტეფანწმინდიდან 30 კმ-ში.
გერმანელ ტყვე ძმათა სასაფლაო
ჯვრის უღელტეხილიდან მარცხენა მხარეზე სტეფანწმინდის მიმართულებით მდებარეობს გერმანელ ტყვე ძმათა სასაფლაო. აღსანიშნავია რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდგომ საქართველოში სხვადასხვა ობიექტებზე ათი ათასობით გერმანელი ტყვე იყო იძულებით სამუშაოებში ჩაბმული და ბევრი მათგანი დაიღუპა. აღნიშნული სასაფლაო ადრევე არსებობდა თუმცა მისი შეკეთება გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით 2002 წელს მოხდა.
თრუსოს ხეობა
თრუსოს ხეობა - მდებარეობს მდინარე თერგის ხეობაში კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე, კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და ხოხის ქედს შორის, თრუსოს ხეობიდან სოფელ კობამდე მანძილი 25 კმ-ია. სტეფანწმინდიდან სოფ. კობამდე მანძილი 20 კმ. ხეობაში გვხვდება ისტორიულ-კულტურული ძეგლები, ნასოფლარები, მინერალური წყლებიდან გამოლექილი ტრავერიტინები, მყინვარული და მდინარეული ნაფენები. გარშემო ქედებზე თანამედროვე მყინვარებია (დასავლეთი, შუა და აღმოსავლეთი სუათისი, მნა, რესი და სხვა). თრუსოს ხეობა მდიდარია ჰიდროკარბონატული მინერალური წყლებით. დიდდებიტიანი წყაროებია ქეთერისი და აბანო. ხეობაში ფრაგმენტულად გვხვდება არყის ტყეები.
დარიალის ხეობა

დარიალის ხეობა - მდინარე თერგის ხეობის მონაკვეთია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. იწყება მდინარე ჩხერის შესართავთან (დაბა სტეფანწმინა) და მთავრდება ზემო ლარსთან (სიგრძე 11 კმ). ყველაზე ვიწრო და კლდოვანია მდინარეების ყაბახისა და ხდის შესართავებს შორის მდებარე ნაწილი. დარიალის ხეობაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა, ასევე გვხვდება ძველი საურმე გზის ფრაგმენტებიც (მდ. დევდორაკის შესართავთან). ხეობაში სოფელ გველეთთან არის ჩანჩქერები და ორი პატარა ტბა.

დარიალის ციხე

დარიალის ციხემისასვლელად აუცილებელია წასვლა დარიალის ხეობის მიმართულებით. (დაბა სტეფანწმინდიდან 10კმ). ამჟამად მისასვლელი გზა საბაჟოს გავლითაა და საშვის გარეშე შეუძლებელია.

ხდის ხეობა
ხდის ხეობა - მდებარეობს საქართველოს ჩრდილოეთ მიჯნაზე, ლარსის საზღვართან. ამ ხეობის ყველაზე ხშირი სტუმრები მთამსვლელები არიან. მისასვლელად აუცილებელია დაშვება დარიალის ხეობაში, მარჯვნივ ახლად აშენებული დარიალის სამონასტრო კომპლექსის მხარეს მდინარე ბროლისწყალის კალაპოტს მიუყვება საფეხმავლო ბილიკი. მანძილი დაბა სტეფანწმინდიდან მონასტრამდე 11 კმ-ია, საფეხმავლო ბილიკის სიგრძეა დაახლოებით 17 კმ.
ართხმოს ხეობა
ართხმოს ხეობა - იწყება სოფ. ახალციხედან (სნოს ხეობა) და მიუყვება მდინარე ართხმოსწყლის კალაპოტს. აქ გვხვდება ძველი უკვე მიტოვებული სოფლები მიგუდა და ართხმო. აქ ასევე არის ჩანჩქერები. მისასვლელი სამანქანო გზა დაბა სტეფანწმინდიდან სნოს ხეობის მიმართულებით სოფ. ახალციხემდე 10 კმ. მანძილი ართხმოს ხეობამდე 8 კმ-ია (ცხენით, ფეხით, მანქანით).
სოფ. ჯუთა

სოფ. ჯუთა - ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტი (2 200 მ) ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ახლომდებარე ჭაუხის მთათა სისტემა მდებარეობს ხევის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. ბაკურხევის სათავეში. მაქსიმალური სიმაღლე 3 688 მ-ია სოფელ ჯუთამდე სამანქანე გზა დაბა სტეფანწმინდადან 24 კმ, სოფ. სნო-მდე (8კმ) ასფალტირებულია, სნო-დან ჯუთამდე 16 კმ გრუნტის გზაა. 

website.park_toSee_type_

თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი

თრუსოს ხეობაში - კავკასიონის ჩრდილო ფერდობის ერთ-ერთ გასწვრივ ტექტონიკურ-ეროზიულ ქვაბულში - ბევრგანა არის წყაროების მიერ დალექილი კიროვანი ტრავერტინების დანაგროვები. ისინი მეტწილად დაკავშირებულია კარბონატულ წყებასთან.
ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი კასრისხევის ვიწრობის ზემოთაა, თერგის მარჯვენა ნაპირზე. აქ ბლომადაა ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი, წყლის მიერ მოდელირებული ტრავერტინული „მინდვრები“. გამჭირვალე წყალი თხელ ფენად ეფინება ამ თვალისმომჭრელ თეთრ ზედაპირს და აჩენს უამრავ მოკამკამე პატარა გუბეს.

მდებარეობა: ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, თრუსოს ხეობა, მდ. თერგის მარჯვენა ნაპირი, ცენტრალური საავტომობილი გზის პირას, სოფ. ქეთერისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 2093 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 34.993 E44 25.646

მისასვლელი გზა: უახლოესი დასახლებული პუნქტია სოფ. ქეთერისი (სადაც მოსახლეობა სეზონურად ცხოვრობს), შედარებით მოშორებულია სოფ. კობი, რომელიც ქ. თბილისიდან დაშორებულია 136 კმ-ით; ხანგრძლივობა - 2 სთ და 10 წთ; 
სოფ. კობი - თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი - 12,8 კმ გრუნტის გზა. ხანგრძლივობა - 1 სთ;
დაბა სტეფანწმინდა - თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი - 29,5 კმ. ხანგრძლივობა - 1 სთ და 20 წთ;

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 591 96 33 35
ელ-ფოსტა: Gvanci9191@gmail.com

კომენტარები

იხილეთ ახლოს მდებარე პარკები

თუშეთის ეროვნული პარკი

91 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი

44 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა