

დარიალის ხეობა - მდინარე თერგის ხეობის მონაკვეთია ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. იწყება მდინარე ჩხერის შესართავთან (დაბა სტეფანწმინა) და მთავრდება ზემო ლარსთან (სიგრძე 11 კმ). ყველაზე ვიწრო და კლდოვანია მდინარეების ყაბახისა და ხდის შესართავებს შორის მდებარე ნაწილი. დარიალის ხეობაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა, ასევე გვხვდება ძველი საურმე გზის ფრაგმენტებიც (მდ. დევდორაკის შესართავთან). ხეობაში სოფელ გველეთთან არის ჩანჩქერები და ორი პატარა ტბა.
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა