ჩემს გარშემო
გამოგვყევი
×

ფლორა

ყაზბეგის ეროვნული პარკის მცენარეული საფარი წარმოდგენილია 1347 სახეობით, მათგან 26 % ენდემური მცენარეებია. აქ გავრცელებული ალპური, სუბალპური, ქსეროფიტული და მრავალი სხვა ეკოლოგიური დაჯგუფების მცენარეულობა. ყაზბეგის ეროვნული პარკის ტყეები განლაგებულია მკვეთრი დაქანების ფერდობებზე. ეროვნულ პარკში მერქნიანი მცენარეების 105 სახეობაა წარმოდგენილი, თუმცა უმეტეს წილად გვხვდება ლიტვინოვის არყი, სოსნოვსკის ფიჭვი, ღვიები და მოცვი.

მერქნიან სახეობათა რიცხვი საკმაოდ დიდია, თუმცა ტყეების ფონს მაინც, რამდენიმე სახეობა ქმნის. ტყის - 2595 ჰა არყის კორომებს უკავია, ფიჭვნარს - 369 ჰა, წიფლნარს - 49 ჰა, ვერხვნარს - 32 ჰა, დეკნარს - 928 ჰა, ქაცვის რაყნარს - 23 ჰა, კოწახურით გაბატონებულ არყნარს - 28 ჰა, ტირიფნარს - 15 ჰა, დანარჩენ მერქნიანი სახეობით გაბატონებულ კორომებს - 22 ჰა და ა.შ. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში იშვიათობას წარმოადგენას ქაცვის - საკმაოდ მოზრდილი მასივი, რომელიც დაბა სტეფანწმინდის სიახლოევეს გვხვდება (დეკა) ხოლო აღმოსავლური წიფელი და მაღალი მთის მუხა შედარებით ვრცელ ფართობებზეა გავრცელებული სნოს ხეობაში.

ყაზბეგის რაიონის ტყეებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია - სოფ. სიონის მიმდებარედ არსებული ბუნებრივი კორომი. აქ, ზ.დ.-დან 1700-1900 მ-ზე გავრცელებულია: არყი, ვერხვი ჩვეულებრივი იფანი, ცირცელი, მაღალმთის ნეკერჩხალი და სხვა ფოთლოვანი სახეობები.

ყაზბეგის ფლორა მდიდარია ველური სამკურნალო მცენარეებით, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბუნებრივი რესურსია, რომლის დაცვას, აღდგენასა და კულტივირებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. აქ გავრცელებულია სამკურნალო მცენარეების ჩამონათვალია: აბზინდა, ასკილი, ასფურცელა, ბაბუაწვერა, ბეგქონდარა, გვირილა, ვარდკაჭაჭა, ვირისტერფა, ფარსმანდუკი, თავშავა, კატაბალახა, კრაზანა, ლენცოფა, მოცვი, მრავალძარღვა, ჭინჭარი, შავბალახა და სხვ.


საქართველოს „წითელი ნუსხის" მცენარეები

ერთეული ეგზემპლარების სახით გვხვდება მაღალმთის მუხა (Quercus macranthera), პატარა თელადუმა (Ulmus minor Miller)  შიშველი თელადუმა (Ulmus glabra) და სხვ.

რელიქტური და ენდემური სახეობები

საქართველოს ენდემებიდან კლდიან ნაშალებზე გვხვდება: Arabis kazbekensis, Galanthus platyphillus, Heracleum ossethicum, Lilium georgicum, Muscari pallens.

კავკასიის ენდემური მცენარეებიდან გვხვდება: Delphinium flexuosum, Campanula hypopolia, Campanula petrophilla, Campanula sosnowskyi, Delphinium flexuosum , Delphinium speciosum, Dianthus caucaseus, Eritrichium caucasicum, Fritillaria latifolia, Fritillaria lutea, Gladiolus tenuis, Inula magnific, Ligularia subsagittata, Primula cordifolia, Primula darialica, Sobolewskia caucasica,

ლოკალური ენდემი: Heracleum roseum var. latilobum



ფაუნა

ეროვნული პარკი მდიდარია ფაუნის თვალსაზრისით. აქ გავრცელებული ცხოველების უმრავლესობა წარმოდგენილია იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი და საქართველოს „წითელ ნუსხაში" შეტანილი სახეობებით: აღმოსავლეთ-კავკასიური ჯიხვი, არჩვი, მურა დათვი, ფოცხვერი. აქ გვხვდება ტყის კვერნა, ტყის კატა, კურდღელი, ციყვი და სხვ.

ეროვნულ პარკში არსებული ბიომრავალფეროვნება და ღრმა ხეობები, მთის სერები, სუბალპური მდელოები დიდი ზომის მტაცებელი ფრინველებისთვის იდეალური საარსებო გარემოა. ნაკრძალში გვხვდება: მთის არწივი, ორბი, ბატკანძერი. ყურადღებას იქცევს აგრეთვე კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი.


ენდემური სახეობები

წვრილი ძუძუმწოვრებიდან პარკში გავრცელებულია კავკასიისა და საქართველო ს ენდემური სახეობები: კავკასიურიბიგა (Sorexsatunini), ვოლნუხინისბიგა (Sorexvolnuchini), თეთრმუც ელაკბილთეთრა (Crociduragueldenstaedtii), ყაზბეგის თაგვანა (Sicistakazbegica) და ბუჩქნარის მემინდვრია (Terricoladaghestanicus).

ენდემური ფრინველებიდან აქ გავრცელებულია: კავკასიური როჭო (Tetrao mlokosiewzci), კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus), თეთრგულა შაშვი (Turdus torquatus), წითელნისკარტა მაღრანი (Pyrrhocorax pyrrhocorax), ყვითელ ნისკარტა მაღრანი (P. graculus) და სხვ. გარდა ამისა, ეროვნულ პარკში წარმოდგენილია გლობალურად მნიშვნელოვანი ფრინველის 2 სახეობა: დიდიკოჭობა (Carpodacus rubicilla) და წითელმუცელა ბოლოცეცხლა (Phoenicurus erythogaster).

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა