ჩემს გარშემო
გამოგვყევი

თბილისის ეროვნული პარკი

ეროვნული პარკის  ბუნებრივი ბილიკების ქსელი ისეა დაგეგმილი, რომ მნახველს შეუძლია  დაათვალიეროს  ეროვნული პარკის მრავალფეროვანი ლანდშაფტები, გაეცნოს ღირსშესანიშნავ ადგილებს, მოაწყოს პიკნიკები, შეარჩიოს მისთვის სასურველი მარშრუტები: საცხენოსნო, საფეხმავლო თუ სამანქანო, ასევე გაათიოს ღამე საკარვე ბანაკებში ან იცხოვროს მცხეთის სასტუმროებში და ისარგებლოს მათი სერვისით.

პარკის ტერიტორიაზე  არის სამი (მარტივი, საშუალო და რთული სირთულის)  ველო მარშრუტი და ერთი საფეხმავლო და საცხენოსნო საშუალო სირთულის ბილიკი (ზედაზენი-დიდველი-მამკოდა), რომელიც მარკირებულია და მოწყობილია 2 საპიკნიკე, 2 საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილებით, ბილიკზე შესაძლებელი კარვებში ღამისთევაც. ბილიკი მიუყვება საგურამოს ქედს, აქ გვხვდება მრავალფეროვანი ხედები და განსხვავებული მცენარეული საფარი, სოფ. ვეჯინის ნასახლარები,VII-VIIIს-ის ზედაზნის მოქმედი ტაძარი, ასევე კარგად მოსჩანს ჯვრის მონასტერიც, დიდველის მთიდან შესაძლებელია ვიხილოთ თბილისის პანორამული ხედი, მტკვრის და არაგვის ხეობები. ასევე საბადურის წიფლნარ ტყეში მოწყობილია საპიკნიკე ადგილები, შესაბამისი საკარვე, საცეცხლე ადგილებით და სველი წერტილებით.      

პარკის ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ მრავლადაა ისტორიულ-კულტურული ძეგლები : უძველესი ციხე-კოშკები, ტაძრები, ნაქალაქარი და ნასოფლარი ადგილები. ტურისტულად მნიშვნელოვანია მცხეთა სვეტიცხოვლით და დედათა მონასტრით,  ჯვრის მონასტერი,  ზედაზნის მონასტერი (ზედაზნის მთის ტყიანი კალთები მრავალი ისტორიულ -კულტურული ძეგლებითა მოფენილი მათ შორის აღსანიშნავია :ქასურის საყდარი,აგურის საყდარი, დარბაზევი და სხვ), ღვთაების მონასტერი, ნორიოს ციხე და ასევე ისტორიულად ცნობილი მარტყოფის ველი

თბილისის ეროვნული პარკი მდებარეობსთბილისის და მცხეთის სიახლოვეს, პარკი უშუალოდ აკრავს ქ. თბილისს.

კონტაქტი

ვიზიტორთა სპეციალისტი
577 640 474 lasha.meladze.85@mail.ru

სამუშაო საათები

გაზაფხული

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00

ზაფხული

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00

შემოდგომა

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00

ზამთარი

სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00

შაბათ-კვირა: 10:00 – 17:00

ფასიანი სერვისები

თავგადასავალი

ველო ტური

მათთვის ვისაც სალაშქროდ სიარული ველოსიპედით უყვართ, დაცულ ტერიტორიებზე ველო ბილიკებია მოწყობილი. იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ველოსიპედი არ გყავთ, ტრანსპორტის ადგილეზე ქირაობაცაა შესაძლებელი.

ხელმისაწვდომია

გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
შესაბამისი ტურები

ლაშქრობა

თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნება ნახოთ და კიდევ ერთი თავგადასავალი შეგიძლიათ.

ხელმისაწვდომია

ზამთარი გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
შესაბამისი ტურები
  • ველო ტური
  • ლაშქრობა

ადგილები რომლებიც უნდა ნახო

ბუნების ძეგლები

ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლი

ნეოგენურ კონგლომერატით, ანუ ბუნებრივად შეცემენტებულ რიყნარებში გამომუშავებულ კლდის სვეტი, რომლის სიმაღლე 15 მეტრია. სვეტის ქვედა ნაწილის დიამეტრი 4 მეტრია, ზემოთ თანდათან ვიწროვდება. ბოდორნის სვეტის ქვედა ნაწილში ოროთახიანი გამოქვაბულია კედელში გამოჭრილი თახჩით. სვეტიდან დაახლოებით 150-200 მ-ში აღმართულია ბოდორნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც XVII საუკუნეში იქნა აგებული. ბუნების ძეგლის მიმდებარე ფერდობებზე საკმაოდ მრავლად არის ადამიანის მიერ ხელით ნაკვეთი გამოქვაბულები, რომელთაც ჩვენს ისტორიულ წარსულში საკულტო ან თავშესაფრის დანიშნულება ჰქონდა. 

მდებარეობა: დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ბოდორნა, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ, 796 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 02.857 E44 44.406

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია სოფ. ბოდორნა. თბილისიდან ბოდორნა დაშორებულია 46 კმ-ით; ხანგრძლივობა - 45 წთ;
სოფ. ბოდორნა - ბოდორნის სვეტის ბუნების ძეგლი- 3 კმ გრუნტის გზა; ხანგრძლივობა - 15 წთ;
ქ. დუშეთი - ბოდრონის სვეტის ბუნების ძეგლი - 9,6 კმ, ხანგრძლივობა - 25 წთ;

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. მცხეთაში ან ბაზალეთის ტბაზე დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995 577640474
ელ-ფოსტა: lasha.meladze.85@mail.ru

პარკის გარშემო

ხირსის მამათა მონასტერის კომლექსი

ხირსის მამათა მონასტერის კომლექსი (VIIIს.), სადაც სტეფანე ხირსელის (ცამეტ ასურელ მამათაგან ერთერთი) საფლავი მდებარეობს. მონასტერი მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონული ცენტრიდან ჩრდილოეთით 25 კილომეტრში, ალაზნის დაბლობის სამხრეთ ნაწილში შემაღლებულ გორაზე. მგზავრობას რაიონული ცენტრიდან ტაძრამდე ავტომანქანით სჭირდება 30 წუთი.

ზედაზნის მონასტერი

ზედაზნის მონასტერი - VII -VIII საუკუნეების ძეგლი, მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, საგურამოს ქედზე. სოფ. საგურამოდან 7 კმ. მანძილზე, ზ.დ 1 250 მ სიმაღლეზე.

მამკოდის წმ. გიორგის მონასტერი

მამკოდის წმ. გიორგის მონასტერი - IV საუკუნის ძეგლი, მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, მამკოდის მთის სამხრეთ ფერდობზე,  სოფ. გლდანიდან 6 კმ. მანძილზე, ზ.დ 950 მ-ზე.

ღვთაების მონასტერი

ღვთაების მონასტერი - V საუკუნის ძეგლი, მდებარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფ. ნორიოში. მისასვლელად საჭიროა ნორიოდან ასვლა ფეხით ან მანქანით 5 კმ-ზე. მდებარეობს ზ.დ 1 170 მეტრზე.

ჯვრის მონასტერი

VI საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის - მცხეთის პირდაპირ, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა. VI საუკუნის II ნახევარში ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა. ტაძარი შეტანილია UNESCO -ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში. 

კომენტარები

იხილეთ ახლოს მდებარე პარკები

ალგეთის ეროვნული პარკი

56 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

თუშეთის ეროვნული პარკი

78 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკი

90 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ჭაჭუნას ეროვნული პარკი

85 კილომეტრის დაშორებით

ნახვა

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა