ბორჯომ- ხარაგაულის ეროვნული პარკის სტუმრობა, ზამთარში ყველაზე მეტად მიყვარს. ძველით ახალ წელს, მეგობრებთან ერთად, სწორედ, იქ შევხვდი ![]()
მიუყვები "თოვლიანი ფეხსაცმელების ბილიკს", რომელიც ერთადერთია საქართველოში და თავი განსაკუთრებული გგონია. გრძნობ, თანდათან როგორ იცვლება ტემპერატურა და ჰაერი
ყველაზე მაღალ წერტილში, კი სრული თავისუფლების განცდა გეუფლება, საოცარი სანახაობის ფონზე![]()
თოვლით გადათეთრებული გარემო, სუფთა ჰაერი, მეგობრები, რამდენიმე მეტრში არხეინად მოკუნტრუშე ირემი - სხვა რა არის საჭირო კარგი მოგონების შესაქმნელად?! ![]()
I mainly visit Borjomi-Kharagauli National Park in winter. This year I had a special holiday - I met Old New Year with my friends there ![]()
თამარ თევზაძეს მოგონება