კინტრიშის ეროვნული პარკი საქართველოს ულამაზეს საზღვაო კურორტზე, ქობულეთის რაიონში მდებარეობს. კინტრიშის ეროვნული პარკი თანამედროვე, უმაღლესი დონის ვიზიტორთა ცენტრი აქვს, სადაც ტერიტორიების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. კინტრიშის დაცული ტერიტორიები ვიზიტორთა ცენტრიდან 24 კმ-ითაა დაშორებული და მოქცეულია მდინარე კინტრიშის თვალწარმტაც ხეობაში, სოფ. ცხემვანსა და ხინოს მთას შორის, ზღვის დონიდან 300-2500 მ-ის სიმაღლეზე.
ტერიტორიები ვიზიტორებს 2, სხვადასხვა სირთულის მარკირებულ და კეთილმოწყობილ მარშრუტს: "თამარის თაღოვანი ხიდის" ერთდღიან საფეხმავლო და "უთხოვარის და ტბა ტბიყელის" ორდღიან საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკს სთავაზობს. მარშრუტის გასწვრივ მოწყობილია საპიკნიკე და საკემპინგე ადგილები, ასევე გამოყოფილია კოცონის დასანთები ადგილები.
კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორს შეუძლია ნახოს: ქვის თაღოვანი ხიდები, XII ს ხინოწმინდის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის ნანგრევები, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, უძველესი ღვინის ქვევრები, ჩანჩქერები, უთხოვარი და ტბიყელის ტბა.
ღამისთევა:
·
ცხემვანის კოტეჯი ახალი (8 ადგილიანი) - 1 ადამიანი / 1 დღე - 30 ლარი
·
ცხემვანის კოტეჯი ძველი (4 ადგილიანი) - 1 ადამიანი / 1 დღე - 30 ლარი
·
მთასარბიელას კოტეჯი (8 ადგილიანი) - 1 ადამიანი / 1 დღე - 30 ლარი
·
მთაპერანგას კოტეჯი (8 ადგილიანი) - 1 ადამიანი / 1 დღე - 30 ლარი
ფართის
ქირაობა:
·
საკარვე ადგილი - 1 ადამიანი / 1 დღე - 10 ლარი
·
საპიკნიკე ადგილი (4 მაგიდა, 20 კაციანი) - 1 დღე - 30 ლარი
ინვენტარის
დაქირავება:
·
პარალონი - 1 დღე - 5 ლარი
·
კარავი - 1 დღე - 20 ლარი
·
საძილე ტომარა - 1 დღე - 10 ლარი
·
ზურგჩანთა - 1 დღე - 10 ლარი
·
ველოსიპედი - 1 დღე - 35 ლარი
·
ჭოგრიტი - 1 დღე - 10 ლარი
·
ჰამაკი - 1 დღე - 15 ლარი
გაზაფხული
სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00
ზაფხული
სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00
შემოდგომა
სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00
ზამთარი
სამუშაო დღეები: 10:00 - 18:00
თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნება ნახოთ და კიდევ ერთი თავგადასავალი შეიქმნათ, სალაშქრო ტურების მოწყობა კინტრიშის ეროვნულ პარკში შეგიძლიათ.
თამარის
თაღოვანი ხიდისა და ტბა ტბიყელის 1 და 2 დღიანი მარშრუტები
ხელმისაწვდომია
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა