ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას, განსხვავებულ სამყაროში აღმოჩნდებით. დაცული ტერიტორიები ქობულეთის ზღვის სანაპიროდან 2 კმ-ში მდებარეობს.
ტერიტორიები მოიცავს ისპანი 1-ისა და ისპანი 2-ის სფაგნუმიან ტორფნარებს, რომლებზეც მოწყობილია ბილიკები საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურებისთვის. ვიზიტორებს შეუძლიათ ჭაობის თხილამურების დაქირავება და სფაგნუმიან ტორფნარზე გასეირნება.
ტერიტორიები მნიშვნელოვანი საარსებო გარემოა გადამფრენი, მობუდარი და მოზამთრე წყლის ფრინველთა სახეობებისათვის. განსაკუთრებით საინტერესოა სფაგნუმი ანუ თეთრი ხავსი და მწერიჭამია დროზერა.
ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე 3 მარტივი საფეხმავლო მარშრუტია: „ისპანი 2“, „თეთრი ხავსი“ და „დროზერა“. საფეხმავლო მარშრუტზე ფრინველებზე დაკვირვებისა და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ტურების დროს შესაძლებელია ყვითელი და თეთრი დუმფარების, თეთრი ხავსის 4-მეტრიანი გუმბათების, მწერიჭამია დროზერასა და ჭაობის კუს ნახვა.
ქობულეთის დაცული ტერიტორიები განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს ფრინველებზე დაკვირვების, ე.წ. birdwatching-ის მოყვარულებში. შესაძლებელია ჭოგრიტების ქირაობაც. გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისათვის საუკეთესო პერიოდია გაზაფხული და შემოდგომა.
ფართის ქირაობა:
·
(საკემპინგე, საპიკნიკე, საკონფერენციო სივრცეები და
სხვა)"
·
საკონფერენციო დარბაზი - 1 დღე - 200 ლარი
·
სასტუმროს ნომერი - 1 დღე / 2 ადგილიანი - 150 ლარი
ინვენტარის დაქირავება:
·
ჭაობზე სასიარულო თხილამურები - 1 დღე - 20 ლარი
·
ჭოგრიტი - 1 დღე - 10 ლარი
გაზაფხული
აპრილი, ოქტომბერი - 10:00-17:30
სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა
ზაფხული
აპრილი, ოქტომბერი - 10:00-17:30
სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა
შემოდგომა
აპრილი, ოქტომბერი - 10:00-17:30
ნოემბრიდან მარტის ჩათვლით - 10:00-17:00
სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა
ზამთარი
ნოემბრიდან მარტის ჩათვლით - 10:00-17:00
სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა
თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნება ნახოთ და კიდევ ერთი თავგადასავალი შეიქმნათ, სალაშქრო ტურების მოწყობა ქობულეთის ეროვნულ პარკში შეგიძლიათ.
თუ თქვენ თავისუფალი დროის მშვიდ გარემოში გატარება გსურთ და სურვილი გაქვთ დააკვირდეთ საქართველოში მობინადრე, თუ გადამფრენ ფრინველებს, ეროვნული პარკების ვიზიტორთა ცენტრებში ჭოგრიტის ქირაობასაც შეძლებთ და სპეციალურ კოშკურებსაც გამოიყენებთ.
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა