ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ხრამის (ქცია) შუა წელში, ლავურ ქანებში გამომუშავებულ ღრმა კანიონისებრ ხეობისა და მდ. ჭივჭავის კანიონის ერთობლიობას. სამშვილდის კანიონი იწყება გაშიშვლებული კვარცპორფირის ინტრუზივით, რომელსაც გამოფიტვის შედეგად სცვივა მაგმური კვარცის ლამაზი ერთნაირად დაკუთხული ბიპირამიდული ფორმის კრისტალები. კვარცის ეს კრისტალები ბუნების ნამდვილი საოცრებაა. ბუნების ძეგლი მოიცავს 5-6 კილომეტრის სიგრძის მდ. ხრამის კანიონს და 3-4 კილომეტრის სიგრძის მდ. ჭივჭავის კანიონს. კანინის ჩაჭრის სიღრმე საშუალოდ 300 მ-ია.
ბუნების ძეგლის სიახლოვეს მდებარეობს საინტერესო ისტორიული ძეგლი - სამშვილდის ნაქალაქარი.
მდებარეობა: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფ. სამშვილდის მიდამოები. სამშვილდის ნაქალაქარის მიმდებარედ, მდ. მდ. ხრამისა და ჭივჭავის ხეობები, 548-605 მეტრი ზღვის დონიდან.
მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. თეთრიწყარო. თბილისიდან თეთრიწყარო დაშორებულია 58 კმ-ით; ხანგრძლივობა - 1 სთ;
ქ. თეთრიწყარო - სოფ. სამშვილდე 5 კმ, ხანგრძლივობა - 15 წთ; სოფ. სამშვილდე - სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი 0,8 კმ, ხანგრძლივობა - 10 წთ.
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა