V-VIს-ის წმინდა ელია თეზბითელის სახელობის ეკლესია
V-VIს-ის წმინდა ელია თეზბითელის სახელობის ეკლესია ელიის მთაზე. იგი მდებარეობს დედოფლისწყაროს რაიონული ცენტრიდან სამხრეთით 3 კილომეტრში, ელიის მთის თხემურ ნაწილში კირქვიან კლდეზე. მგზავრობას რაიონული ცენტრიდან ელიის მთამდე ავტომანქანით სჭირდება 10 წუთი. კლდის შუაგულში, 60 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ეკლესიაში შესაძლებელია ფეხით ასვლა.