ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი - ქობულეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 4 500-ზე მეტი სამუზეუმო ექსპონატია დაცული,რომლებიც წარმოადგენენ არქეოლოგიურ, ისტორიულ, ეთნოგრაფიულთუ ბუნების წიაღში ნამარხ ნიმუშებს. მუზეუმში არქეოლოგიური განყოფილება წარმოდგენილია სოფელ ქობულეთსა და ხუცუბანში პირველყოფილი ადამიანის ნამოსახლარებზე აღმოჩენილი 9 000 წლის წინანდელი შრომითი და ყოფითი ნივთების ექსპონირებით, ექსპოზიციაში ქვის ხანას ბრინჯაოს პერიოდი მოყვება, სადაც წარმოდგენილია როგორც ადრე ბრინჯაოს, ისე ბრინჯაო-რკინის ხანის მასალები: სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ჭურჭლის ფრაგმენტები საკულტო-რელიგიური ნიშნებით, კოლხური ცული, ქვის საწაფები და სხვა, ხოლო ანტიკური პერიოდი წარმოდგენილია ფიჭვნარის ძვ.წ. V-IV სს-ის კოლხური დაელინური სამაროვნებით, სხვადასხვა დანიშნულების თიხის ნაკეთობებით, სამკაულებით, რომაული და ანტიკური ამფორებით, აქვეა დაცული ვერცხლის ფული, კოლხური თეთრები და ცნობილი სინოპი. მუზეუმში დაცულია XVIII-XIX სს-ში ე.წ. დედაბრული ხელით გადაწერილი შელოცვების წიგნი, ასევეისპანის ტორფნარში ნამარხი რელიქტური ტყის ნარჩენები, რომლებიც წარმოდგენილია მოქანდაკე ვაჟა ვერულიძის მიერ აღმოჩენილი თვითმყოფადი რკინის, ასევე შავი, წითელი და ყავისფერი ხის ქანდაკებების სახით.
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა