მაჭახელას ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი - მაჭახლის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს
სოფელ
ზემო ჩხუტუნეთში
არსებულ,
200 წლის
წინათ
აშენებულ
ჯამეში,
მაჭახელას
ეროვნული
პარკის
ადმინისტრაციიდან
14 კილომეტრში
(ბათუმიდან
39 კმ).
მუზეუმში
წარმოდგენილია
რვაასზე მეტი სამუზეუმო ექსპონატი, რომელიც ხეობის სოციალურ, კულტურულ და რელიგიურ ისტორიას გვიყვება.
თოფი „მაჭახელას“ მონუმენტი - მდებარეობს მაჭახელას ეროვნული პარკისა დმინისტრაციიდან 7 კილომეტრში (ბათუმიდან
18კმ)მაჭახლის
ხეობის
მცხოვრებლებმა
მაჭახელას
თოფს
ძეგლი
დაუდგეს.
აჭარაში
კაჟ-ჩახმახიან
თოფებსა
და
დამბაჩებს
რამდენიმე
ადგილას
ამზადებდნენ,
თუმცა
თოფით
განთქმული
იყო
მაჭახელას
ხეობა.
მაჭახელას
თოფი
მაჭახლის
ხეობაში
არსებულ
სამჭედლოებში
მზადდებოდა,
სამჭედლოები
სოფლებში
იყო
განთავსებული.
შუასაუკონავანი თაღოვანი ხიდები (თამარის ხიდები) - ცხემლარას თაღოვანი ხიდი მდებარეობს სოფ. ცხემლარაში მაჭახელას ეროვნული პარკისა დმინისტრაციიდან 2 კმ-ში (ბათუმიდან
27 კმ),
ჩომახისურის
თაღოვანი
ხიდი
მდებარეობს
სოფ.
ქოქოლეთში
ადმინისტრაციიდან
8 კმ-ში (ბათუმიდან
33 კმ);
ჩხერის
თაღოვანი
ხიდი
მდებარეობს
სოფ
ზ/ჩხუტუნეთში
მაჭახელას
ეროვნული
პარკის
ადმინისტრაციიდან
15 კმ-ში (ბათუმიდან
40 კმ).
ეს
ხიდები
შუა
ფეოდალურ
ხანაშია
აგებული,
რომელიც
რიყისა
და
ფლეთილი
ქვებითაა
ნაშენი.
გვარას ციხე VI-VII სს - გვარას ციხე
მდებარეობს მდინარე
ჭოროხისა და მაჭახელას
წყლის შესართავთან 300 მეტრის მოშორებით და დაშენებულია ხეობის
წინ წამოზიდულ
კლდოვან
ბორცვზე.
მაჭახელას
ეროვნული
პარკის
ადმინისტრაციიდან
მანძილი
არის
9 კმ
(ბათუმიდან
20 კმ).
ჩხუტუნეთის ციხე XI-XIII სს - ჩხუტუნეთის ციხე მდებარეობს სოფ. ჩხუტუნეთისა და სოფ ჩიქუნეთის გზასაყარზე მაჭახელას ეროვნული პარკისა ადმინისტრაციიდან 5 კმ-ში (ბათუმიდან
30 კმ).
ციხეზე
შესაძლებელია
ფეხით
ასვლა.
X-XII სს მარანი - „ილიას მარანი“ მაჭახელას
ეროვნული
პარკის
ადმინისტრაციიდან
მდებარეობს
6 კმ-ში (ბათუმიდან
31 კმ).
XV ს-ის მარანი - მდებარეობს სოფ. ჩიქუნეთში მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციიდან 8 კმ-ში. (ბათუმიდან 33 კმ).
ქვემეხი (II მსოფლიო ომის დროინდელი) - ე.წ. ამბრაზურა, რომელიც
სოფელ
სკურდიდის
ასახვევთან
ხეობაში
მიმავალ
მთავარ
გზაზე
მდებარეობს
მაჭახელას
ეროვნული
პარკის
ადმინისტრაციიდან
1 კმ-ში (ბათუმიდან
26 კმ)
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა