ჩემს გარშემო
გამოგვყევი
რჩეულებში დამატება

მოგონებები

მაჭახელას ეროვნულ პარკში მოგზაურობა

Paata Dvaladze

მაჭახელას ხეობა ბათუმიდან სამხრეთით 19 კმ-ის მანძილზე მდებარე გადასახვევიდან და ცენტრალური გზიდან სულ რაღაც 3 კმ-ში მდებარეობს. ხეობის დასაწყისიდან ცხემლარას ხიდამდე 10 კმ-ია. ტურისტებს შეუძლიათ სოფლებში ფეხით, ველოსიპედით ან ცხენით სეირნობა.

მაჭახელას ხეობაში მდებარეობს შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდები, რომელთაგან ყველაზე დიდი ცხემლარას ხიდია (სიგრძე - 25 მ. სიგანე - 2 მ.); აქვე ნახავთ ციხეებს, ეკლესია-მონასტრებს, ქვითკირით ნაშენ ღვინის საწნახელებსა და მარნებს, რომლებიც თავიანთი სიძველით ისტორიული განვითარების სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნებიან. მაჭახელას ხეობასთან არის დაკავშირებული რამდენიმე თქმულება თამარ მეფის შესახებ. ძველად ამ ხეობაში მდიდარი სამჭედლო სახელოსნოები მდებარეობდა, რომლებშიც საოჯახო და სასოფლო-სამეურნეო იარაღებთან ერთად იჭედებოდა ცეცხლსასროლი და ცივი იარაღიც. მდინარეების - ჭოროხისა და მაჭახელას - შესართავებთან დგას თოფ "მაჭახელას" მონუმენტი, აქვე, სოფელ ზემო ჩხუტუნეთში გახსნილია ექსპონატებით მდიდარი მაჭახელას ეთნოგრაფიული მუზეუმი; მაჭახელას ხეობაში ტურისტები შეიძლება დაინტერესდნენ მაჭახელას ცნობილი თაფლითა და მისი დამზადების ტექნოლოგიით. ტურისტებს მაჭახელას ხეობაში შეუძლიათ შემდეგი ტურისტული ობიექტების დათვალიერება: ცხემლარას ხიდი, ჩხუტუნეთის ციხე, მაჭახელის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ქოქოლეთის ხიდი, ჩხერის ხიდი.
აქ ხეობაში მდებარეობს "მაჭახელას ეროვნული პარკი", რომელიც წარმოადგენს ეკოლოგიური დერეფნის ნაწილს საქართველოს დაცულ ტერიტორიებს (მტირალას ეროვნულ პარკი, კინტრიშის დაცულ ტერიტორიები) და თურქეთის დაცულ ტერიტორიებს (ჯამილის ბიოსფერულ რეზერვატს) შორის.

სხვა მოგონებები

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა