ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ოკაცეს კანიონის ბილიკი

1 დღე
6 კმ
მარშრუტი: წრიული მარშრუტი იწყება ოკაცეს კანიონის ვიზიტორთა ცენტრიდან, რომელიც სოფელ გორდში მდებარეობს.
ღირსშესანიშნაობები: ოკაცეს კანიონი,დადიანების ტყე პარკი,კლდეზე დაკიდებული ბილიკი
სეზონი:
ზამთარი გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: მარტივი

დღე1

წრიული მარშრუტი იწყება ოკაცეს კანიონის ვიზიტორთა ცენტრიდან, რომელიც სოფელ გორდში მდებარეობს.

ქვით მოკირწყლული 2500 მ. სიგრძის ბილიკი გაივლის დადიანების ისტორიულ ტყე-პაკს და მიემართება ოკაცეს კანიონში არსებულ გამშვებ პუნქტთან, საიდნაც მიუყვება 780 მ. სიგრძის კიდულ  ბილიკს. მის გასავლელად  989 ჩამავალი და აღმავალი კიბის საფეხურის გავლაა საჭირო. კიდული ბილიკი მთავრდება 20 მ. სიგრძის პანორამული გადასახედით. იქვე დამონდაჟებულია სმრტ-სელფის აპარატი, სადაც შესაძლებელია სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღება. კიდული ბილიკიდან გამშვებ პუნქტამდე მიდის 645 მ. სიგრძის ქვით მოკირწყლული ბილიკი.


სურვილის შემთხვევაში ვიზიტორთა ცენტრიდან გამშვებ პუნქტამდე შესაძლებელია მისვლა მაღალი გამავლობის ავტომანქანით.


ვიზიტორთა ცენტრში ფუნქიონირებს კაფეტერია, სუვენირების მაღაზია და შემნახველი საკანი. მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია ავტომობილის გასაჩერებელი მოედანი.

აღმოაჩინე თავგადასავლები

კომენტარები

მოგონებები

მოგონებები
1 2
ყველას ნახვა

მსგავსი ტურები

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა