

• ოკაცეს კანიონში შესასვლელი ბილეთი უნდა შეიძინოთ ოკაცეს კანიონის ვიზიტორთა ცენტრში
• სამუშაო დღეები - ყოველ დღე
• ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში
• სასურველია ჩაიცვათ სპორტულად და თავისუფლად, სპორტული ფეხსაცმელი
• ოკაცეს კანიონის ბილიკზე გასავლელად ვიზიტორის სიმაღლე უნდა აღემატებოდეს 1მ-სა და 20 სმ-ს.
• ვიზიტორთა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, წვიმასა და თოვლში ბილიკზე გასვლა აკრძალულია.
ვიზიტორთათვის დაშვებულია
✔ მონიშნულ ბილიკზე ფეხით გადაადგილება
✔ სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობა
✔ ფლორასა და ფაუნაზე დაკვირვება
✔ ფოტო და ვიდეო გადაღება
ვიზიტორებს ეკრძალებათ
✖ ცეცხლსასროლი იარაღის ან ნებისმიერი ისეთი ნივთის ტერიტორიაზე შეტანა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის გარემოს
✖ შინაური ცხოველების ტერიტორიაზე შეყვანა
✖ მცენარეების ან მისი ცალკეული ნაწილების, ქანების ან ნამარხი მასალების შეხება
✖ ფაუნის ნებისმიერი წარმომადგენლის დაჭერა, გამოდევნა ან რაიმე ზიანის მიყენება
✖ ინფრასტრუქტურის დაზიანება, კერძოდ ვანდალიზმი
✖ სპეციალური ნებართვის გარეშე ბუნებრივი და კულტურული მასალების შეგროვება
✖ საქართველოსთვის უცხო ორგანიზმების შეყვანა და გავრცელება
✖ შეზღუდული ხედვის პირობებში (ნისლი, მაღალი ბუჩქნარი ან ბალახები) სწრაფი გადაადგილება
✖ ცეცხლის დანთება
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა