ჩემს გარშემო
გამოგვყევი

მთავარანგელოზის მთის ბილიკი

1 დღე
9 კმ
მარშრუტი: სამანქანო მარშრუტი (5 კმ) იწყება სოფ. სინდიეთიდან და მთავრდება სოფლის ბოლო მოსახლის ეზოსთან.
ღირსშესანიშნაობები: პანორამული გადასახედი,ბათუმის ხედი
სეზონი:
გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: საშუალო

დღე1

სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო გზა

სამანქანო მარშუტი (5კმ) იწყება სოფ. სინდიეთიდან და მთავრდება სოფლის ბოლო მოსახლის ეზოსთან, საიდანაც საფეხმავლო ბილიკი (4,1 კმ) მიემართება მთავარანგელოზის მთის მიმართულებით. ბილიკი გზად გაივლის წიფლისა და წაბლნარი ტყის მასივებს, მთის ნაკადულებსა და წყაროებს, ძველ ნამოსახლარებს, მოხვდება მურყანის ხეივანში და გადის მთავარანგელოზის მთასთან, რომლის მწვერვალიდანაც იშლება ქალაქი ბათუმის, მაჭახელას ეროვნული პარკისა და მდინარე ჭოროხის ხეობის ულამაზესი ხედები. ბუნებაში ღამისთევის მსურველებს, მთის სიახლოვეს, წყაროსთან გაშლილ ბექობზე შეუძლიათ კარვის გაშლა და დაბანაკება.


შენიშვნა: მთავარანგელოზის მთაზე მოხვედრა ასევე შესაძლებელია მაჭახელას ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრიდან (სოფ. აჭარისაღმართი) 6, 6 კმ სამანქანო გზის საშუალებით, რომელიც აკავშირებს მთავარანგელოზის მთასთან.

ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 595 08 60 75

აღმოაჩინე თავგადასავლები

კომენტარები

მსგავსი ტურები

ქოქოლეთის ბილიკი

1 დღე
ქოქოლეთი პანორამული გადასახედი

ტყუპი ჩანჩქერის ბილიკი

1 დღე
კულტურა ეთნოგრაფია ტყუპი ჩანჩქერი

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა