ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ქოქოლეთის ბილიკი

1 დღე
15 კმ
მარშრუტი: სამანქანო მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და მთავრდება სოფ. ქოქოლეთის ბოლო მოსახლის კარმიდამოსთან (9 კმ) და გრძელდება საფეხმავლო ბილიკით (6 კმ)
ღირსშესანიშნაობები: ქოქოლეთი,პანორამული გადასახედი
სეზონი:
გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: საშუალო

დღე1

სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო გზა

მარშრუტი ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება და მიემართება სოფ. ქვედა ქოქოლეთისკენ, სოფლის გზის (9კმ) გავლის შემდგეგ, გზა გრძელდება (6კმ) კოლხური ტიპის ტყეში. რომელიც შერეული ფოთლოვანი-წიწვოვანი ტყით არის წარმოდგენილი და  მიემართება გადასახედამდე, საიდანაც მოსჩანს თურქეთის დაცული ტერიტორია - „ჯამილის ბიოსფერული რეზერვატი“ და ისტორიული „ზედა მაჭახელას“ 6 სოფელი. თურქეთის ტერიტორიაზე, მდინარის დატოტვილ ხეობაში განლაგებული სოფლები მაჯისა და ხელის ფორმას ქმნიან და ერთ-ერთი ვერსიის თანახმად აღნიშნულთან არის დაკავშირებული სახელი „მაჯახელი“ ანუ „მაჭახელი“ წარმოშობა. 


გადასახედი ადგილიდან 1,2 კ-ში მოწყობილია საპიკნიკე ადგილი, ასევე საკარვე ადგილი, სადაც ბუნებაში ღამის მსურველებს შეუძლიათ კარვის გაშლა და დაბანაკება, სადაც ტროპიკული ტყეებისთვის დამახასიათებელი შესანიშნავი გარემო, ველური ბუნება და  ცივი წყაროა.


მარშუტი იგივე გზით ბრუნდება სოფ. ქვედა ქოქოლეთში.

 

შენიშვნა: ტურის დაწყებამდე აუცილებელია 5 სამუშაო დღით ადრე შეთანხმება მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან - საშვის მიღებისთვის, რადგანაც ეს არის სასაზღვრო ზოლი.


ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 595 08 60 75

აღმოაჩინე თავგადასავლები

კომენტარები

მსგავსი ტურები

მთავარანგელოზის მთის ბილიკი

1 დღე
პანორამული გადასახედი ბათუმის ხედი

ტყუპი ჩანჩქერის ბილიკი

1 დღე
კულტურა ეთნოგრაფია ტყუპი ჩანჩქერი

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა