ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ტყუპი ჩანჩქერის ბილიკი

1 დღე
10 კმ
მარშრუტი: მარშრუტი სოფ. აჭარისაღმართში ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება, გაივლის 11 კმ მოასფალტებულ სამანქანო გზას და მიემართება სოფ. ქოქოლეთისკენ (იალიკარი),
ღირსშესანიშნაობები: კულტურა,ეთნოგრაფია,ტყუპი ჩანჩქერი
სეზონი:
გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: მარტივი

დღე1

სამანქანოსთან ინტეგრირებული საფეხმავლო გზა

მარშრუტი სოფ. აჭარისაღმართში ვიზიტორთა ცენტრიდან იწყება. გაივლის 10,3 კმ სამანქანო გზას და მიემართება სოფ. ზედა ქოქოლეთისკენ (იაილიკარი), საიდანაც საფეხმავლო ბილიკი გრძელდება ტყუპი ჩანჩქერის მიმართულებით. მარშრუტის გავლისას გზად კარგად მოჩანს მაჭახელას ხეობის ულამაზესი ხედები და სოფლები.


ვიზიტორთა ცენტრიდან 400 მეტრში სოფ. აჭარისაღმართში ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ მოინახულონ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი. სოფ. ცხემლარში მე-XII საუკუნეში აგებული თამარის თაღოვანი ხიდი, ხოლო ვიზიტორთა ცენტრიდან 4 კმ-ის დაშორებით XI-XIII საუკუნეების ჩხუტუნეთის ციხისა და მარნების დათვალიერება არის შესაძლებელი.


საფეხმავლო ბილიკი სოფ. ქოქოლეთში იწყება,  300 მეტრიანი ბილიკი მიუყვება მდინარე ქოქოლეთის მარჯვენა სანაპირო ზოლს, სადაც გზად გვხდება შერეული ფართოფოთლოვანი და წიწვოვანი მცენარეებიდან წარმოდგენილი წიფელი, ნაძვი, მუხა, მურყანი, ცაცხვი, სამეფო გვიმრა, ხოლო წითელი ნუსხით დაცული მცენარეებიდან  წაბლი, უნგერნის შქერი, კოლხური თხილი და ქართული კაკალი, ხოლო ბილიკის დასასრულს თქვენს თვალწინ გადაიშლება საუცხოო სანახაობა, ხმაურიანი მდინარე პატარ-პატარა წყალვარდნილებით და უზარმაზარი ლოდებით, მწვანე კლდეებს შორის კი ულამაზესი 47 მეტრიანი წყალვარდნილი ტყუპი ჩანჩქერი. აქვეა საპიკნიკე ადგილიც. 


ღამისთევა - ბუნებაში ღამისთევის მსურველებს  ჩანჩქერებთან შეუძლიათ კარვის გაშლა და დაბანაკება.


ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 595 08 60 75

კომენტარები

მსგავსი ტურები

მთავარანგელოზის მთის ბილიკი

1 დღე
პანორამული გადასახედი ბათუმის ხედი

ქოქოლეთის ბილიკი

1 დღე
ქოქოლეთი პანორამული გადასახედი

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა