სინაგოგაცნობილი არქიტექტორის ლევ ვოლკოვიჩის პროექტის მიხედვით 1904 წელს აიგო, ამავე წელს ბათუმელმა ებრაელებმა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს ახალი სინაგოგის გახსნა. 1929 წელს საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილებით სხვა რელიგიური აღმსარებლობის ცენტრებთან ერთად, სინაგოგამაც შეწყვიტა ფუნქციონირება. გაუქმებულ სინაგოგაში წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა სხვადასხვა სპორტული ორგანიზაცია. 1998 წელს ბათუმელ ებრაელებს დაუბრუნდათ თავიანთი საკულტო შენობა. ამავე წელს შენობას სარემონტო სამუშაოებიც ჩაუტარდა.
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა