ჩემს გარშემო
გამოგვყევი
თავგადასავალი

ზიპ-ლაინი

თუ გსურთ, რომ მოგზაურობა ერთგვარი სპორტული ჟინით, აზარტითა და ექსტრემით გაამდიდროთ, ზიპ-ლაინის სერვისით უნდა ისარგებლოთ.

ვიზიტორები უსაფრთხოების მიზნით აღჭურვილები იქნებიან შესაბამისი ნივთებით (ღვედები და ჩაფხუტები). სერვისს კი კვალიფიციური გიდები გაუწევენ.

• ფასი - 15 ₾

• საერთო სიგრძე – 220 მეტრი

სერვისის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 10 18 89

ხელმისაწვდომია

გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
შესაბამისი ტურები

ლაშქრობა

თუ გსურთ, ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად დრო სასიამოვნოდ გაატაროთ, საქართველოს ულამაზესი ბუნება ნახოთ და კიდევ ერთი თავგადასავალი შეიქმნათ, სალაშქრო ტურების მოწყობა მტირალას ეროვნულ პარკში შეგიძლიათ.

ხელმისაწვდომია

ზამთარი გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
შესაბამისი ტურები

ფრინველებზე დაკვირვება

მტირალას ეროვნული პარკი მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის ერთერთ მთავარ კორიდორად ითვლება.

ფრინველებზე დაკვირვების კოშკურა მდებარეობს სოფელ ყოროლისთავში, ქალაქის ცენტრიდან 17 კმ-ში, გადასახვევი: თამარის დასახლება (ე.წ ბენზე).

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 10 18 89

ხელმისაწვდომია

გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
შესაბამისი ტურები

თოკების პარკი

თოკების პარკი ხეებზე - წარმოადგენს წინაღობათა ჯგუფს თოკებიდან, ხიდებიდან, ხის მორებიდან, ბადეებიდან და სხვა უჩვეულო საგნებიდან, რომლებიც დამონტაჟებულია მიწიდან სხვადასხვა სიმაღლეზე. 

პარკი შედგება ორი მარშრუტისგან, მოზარდთათვის და საოჯახო, რომლებზეც განთავსებულია 17 წინაღობა, მთლიანი სიგრძით 209 მეტრი (67 და 142 მეტრი).

1) მარშრუტი „მოზარდთათვის“ - შედგება უბრალო, საინტერესო გავლის და პარკში გადაადგილების ტექნიკასთან გაცნობის 6 ელემენტისაგან. ხელმისაწვდომია 120 სმ-ზე ნაკლები სიმაღლის ბავშვების დამოუკიდებლად გადაადგილებისათვის. მთლიანი სიგრძე 67 მ.

2) მარშრუტი „საოჯახო“ - შედგება 11 საინტერესო ელემენტისგან, რომლებიც ხელმისაწვდომია 120 სმ-ზე მეტი სიმაღლის მონაწილეებისათვის. მარშრუტის სიგრძე 142 მეტრი.

ხელმისაწვდომია

გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
შესაბამისი ტურები
  • ზიპ-ლაინი
  • ლაშქრობა
  • ფრინველებზე დაკვირვება
  • თოკების პარკი

ინსტაგრამის მოგონებები

#nationalparksofgeorgia
#mtiralanationalpark

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა