ჩემს გარშემო
გამოგვყევი

წაბლნარის ბილიკი

1 დღე
7 კმ
მარშრუტი: მარშრუტი მდებარეობს ზღვის დონიდან 265-442 მეტრზე და იწყება დაგეგმარებით ბუფერულ ზონაში მოქცეულ სოფელ ჩაქვისთავში არსებულ ვიზიტორთა ცენტრიდან.
ღირსშესანიშნაობები: ზიპლაინი,ჩანჩქერი,ტბა
სეზონი:
ზამთარი გაზაფხული ზაფხული შემოდგომა
სირთულის დონე: მარტივი

დღე1

მარშრუტი მდებარეობს ზღვის დონიდან 265-442 მეტრზე და იწყება სოფელ ჩაქვისთავში არსებულ ვიზიტორთა ცენტრიდან

ტურისტული მარშრუტი საფეხმავლოა და შემეცნებით-გასართობი დანიშნულლებისაა. ის აერთიანებს ორ მნიშვნელოვან ადგილს - ჩანჩქერსა და ტბას. ბილიკს მომხიბვლელს ხდის ქვეტყე, რომელიც შედგენილია წყავით, კოლხური ბზითა და სხვადასხვა სახის სუროთი.

ბილიკი მიუყვება მდინარე ჩაქვისწყლის ულამაზეს ხეობას. ვიზიტორთა ცენტრიდან 3 კმ-შია კოლხურ ბზასა და სუროში ჩაფლული ჩანჩქერი, რომლის სიმაღლე 28 მეტრს აღემატება. ჩანჩქერთან, ველური ბუნების წიაღში მოწყობილია სპეციალური საკემპინგე ადგილი. ჩანჩქერიდან 1 კმ-ის დაშორებით, კლდეებს შორის, მოედინება მდინარე, რომელიც ქმნის მორევს. აქ მრავლადაა კალმახი. მდინარის ნაპირას არის საპიკნიკე და ცეცხლის დასანთები ადგილები.

ამავე ბილიკზე ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ ექსტრემალური სერვისით - 220-მეტრიანი ზიპლაინით. ვიზიტორები უსაფრთხოების მიზნით აღჭურვილები იქნებიან შესაბამისი ნივთებით (ღვედები და ჩაფხუტები). სერვისს კი კვალიფიციური გიდები გაუწევენ.

ბილიკის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით - 577 10 18 89

კომენტარები

მოგონებები

მოგონებები
1 2
ყველას ნახვა

მსგავსი ტურები

ცივწყაროს ბილიკი

2 დღე
ჩანჩქერი ტბა საპიკნიკე კოლხური ტყე

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა