ბათუმის 6 მაისის პარკი - გახლავთ ერთერთი უძველესი სამოქალაქო ბაღი საქართველოში. მას 130 წლის ისტორია აქვს. პარკის მშენებლობა 1881 წელს „ნური-გელის“ ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დაიწყო. მშენებლობას სათავეში ჩაუდგა პრუსიელი მებაღე რესლერი. 1885 წლიდან ქალაქის ბაღისა და უკვე დაწყებული ბულვარის მშენებლობის ხელმძღვანელად მოიწვიეს ფრანგი მებაღე მიხეილ დალფონსი. იმ დროისათვის პარკის საერთო ფართობი იყო 78000 კვ.მეტრი. რუსეთის იმპერატორის პატივსაცემად ქალაქის ბაღს „ალექსანდრეს ბაღი“ ეწოდა. 1932 წელს ქალაქის ბაღი გადაკეთდა კულტურისა და დასვენების პარკად, 1933 წელს – ბავშვთა პარკად, შემდგომ – პიონერთა პარკად, 2006 წლიდან კი მას „6 მაისის პარკი“ ჰქვია.
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა