ჩემს გარშემო
გამოგვყევი

ადგილები რომლებიც უნდა ნახო

არწივის ხეობის ბუნების ძეგლი

არწივის ხეობის ბუნების ძეგლი წარმოადგენს ორი ობიექტისაგან შემდგარ უნიკალურ კომპლექსს. ერთი ნაწილი - კირქვიანი კლდეების კანიონია, მეორე კი მიმდებარე ტყის მონაკვეთი, სადაც მდებარეობს ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე (V ს.).

კანიონში, რომელიც გამოირჩევა ლამაზი ლანდშაფტით, არაერთი მტაცებელი ფრინველი (არწივი, სვავი და სხვა) ბუდობს. ხეობის კლდოვანი ფერდობებიდან ჩაკიდებულ კლდეებზე შესაძლებელია ორბების ბუდეებისა და იშვიათი/გადაშენების პირას მყოფი მცენარეების ნახვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსად გვხვდება.
არწივის ხეობაში საფეხმვალო მარშრუტის სიგრძეა 1 კმ, რომლის გავლა შესაძლებელია 1 სთ-ში.
ხორნაბუჯის ციხეზე საფეხმავლო მარშრუტის სიგრძეა 0.5 კმ. მის გავლას 30 წუთი სჭირდება.

მდებარეობა: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ქ. დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით 0.5 კმ, 762 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N41 29.089 E46 05.723

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. დედოფლისწყარო. თბილისიდან დედოფლისწყარო დაშორებულია 130 კმ-ით; ხანგრძლივობა - 2 სთ;
ქ. დედოფლისწყარო - არწივის ხეობის ბუნების ძეგლი  - 0,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. დედოფლისწყაროში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ:  +995 577101849
ელ-ფოსტა:  nseturidze13@gmail.com

კომენტარები

ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა