

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით, ღორი ტაბუირებული ცხოველია თუშეთში. ამიტომ მისგან დამზადებული საკვები პროდუქტის ატანა და ჭამა თუშეთის ტერიტორიაზე მიუღებელია ადგილობრივებისათვის და აღიქმება მათი წეს-ჩვეულებების უპატივცემულობად.
ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით თუშეთში არსებული ჯვარ-ხატების ტერიტორიებზე მანდილოსნების (დედათა წესის ასაკის) შესვლა არ შეიძლება.
თუშეთში არ არის საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: ავტოგასამართი სადგური, ბენზინგასამართი სადგური, აფთიაქი, სილამაზის სალონი, ბანკი/ვალუტის გადასახურდავებელი სალაროები.
თუშეთს ეროვნული
პარკის ვიზიტორთა ცენტრი
მისამართი: სოფელი ქვემო ომალო, თუშეთი
საკონტაქტო პირი: მაყვალა მელაიძე
ტელეფონი: +995 599
10 45 90
სასტუმრო
სახლში ვიზიტორებს ეთმობა 7 საძინებელი ოთახი, სადაც ჯამში 15 ადამიანის
განთავსებაა შესაძლებელი. სველი წერტილები კეთილმოწყობილია.
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა