ჩემს გარშემო
გამოგვყევი

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით,  ღორი ტაბუირებული ცხოველია თუშეთში. ამიტომ მისგან დამზადებული საკვები პროდუქტის ატანა და ჭამა თუშეთის ტერიტორიაზე მიუღებელია ადგილობრივებისათვის და აღიქმება მათი წეს-ჩვეულებების უპატივცემულობად.

2018-03-09

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით თუშეთში არსებული ჯვარ-ხატების ტერიტორიებზე მანდილოსნების (დედათა წესის ასაკის) შესვლა არ შეიძლება.

2018-03-09

თუშეთში არ არის საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: ავტოგასამართი სადგური, ბენზინგასამართი სადგური,  აფთიაქი, სილამაზის სალონი, ბანკი/ვალუტის გადასახურდავებელი სალაროები.


×

ფლორა

თუშეთის ფლორა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, აქ მცენარის 1078 სახეობა გვხვდება. ეროვნული პარკის ტყის ჰაბიტატი უმეტესწილად კავკასიური ფიჭვით (Pinus sosnowsky) არის წარმოდგენილი. ფიჭვნარი გავრცელებულია ზღვის დონიდან 1700-2000 მ-ზე და მათი საერთო ფართობი დაახლოებით 15000 ჰა-ს მოიცავს.

სიმაღლის მატებასთან ერთად ფიჭვნარს არყის ხეები ენაცვლება. ზღვის დონიდან 1700-2400 მ-ის სიმაღლეზე არყის ტყეებია, ყველაზე ფართოდ გავრცელებულია მეჭეჭიანი და ლიტვინოვის არყნარის სახეობები (აქ ტანბრეცილი არყის ხეებიცარის წარმოდგენილი). ტანბრეცილი ტყეები უმთავრესად ლიტვინოვის არყისგან არის შექმნილი. თუმცა მას ზოგან რადეს არყიც ერევა. ფართოფოთლოვანი ტყეების საერთო ფართობი 1400 ჰა-ს არ აღემატება. სუბალპურ ტყეებს კი ჯამში 6200 ჰა უკავია. ტყის ზედა ქვესარტყლი 1650 მ-დან 1900 მ-მდე ვრცელდება. სუბალპური ტყეები კი 1700 მ-დან 2600 მ-მდეა წარმოდგენილი.


საქართველოს „წითელი ნუსხის" სახეობები

თუშეთის ეროვნული პარკიდან საქართველოს "წითელ ნუსხაში" 3 მერქნიანი სახეობაა რადეს არყი, შიშველი თელადუმა და პატარა  თელადუმა.  

ბალახოვანი 8 (Allium otschiauriae Tscholokaschvili, Erysimum subnivale Prima, Ficaria varia Otschiauri, Galeopsis nana Otschiaur, Jurinea exuberans ( Trautv. ) Sosn, Pimpinella schatilensis Otschiauri, Rosa irysthonica Manden, Tragopogon otschiaurii Kuthatheladze) სახეობა კი ეროვნულად მოწყვლად კატეგორიად არის შეფასებულია.


ენდემური სახეობები

პარკი გამოირჩევა ენდემური მცენარეული სახეობების სიმრავლით.

თუშეთის ეროვნული პარკის ფლორის 230 სახეობა კავკასიის ენდემია (კავკასიის ენდემთა საერთო რაოდენობის 20 %- მეტი), ხოლო 11 სახეობა - საქართველოს ენდემია. საქართველოსა და ლოკალური ენდემური სახეობებიდან აღსანიშნავია: თუშური ტილჭირი, შროშანი, თუშური ასკილი, თებულოს ბაია და თუშეთის მუზარადა. კავკასიის ენდემებისაგან კი: რადეს არყი, დეკა, სოსნოვსკის ფიჭვი, ლიტვინოვის არყი, ღვინა, ფურისულა და ცისთვალა.



ფაუნა

თუშეთის ეროვნულ პარკში ფაუნა 180-მდე სახეობითაა წარმოადგენილი. დაუზუსტებელი მონაცემებით თუშეთში გავრცელებულია: ძუძუმწოვრის 60, ფრინველის 107-მდე, რეპტილიერის 3, ამფიბიის 4 და თევზის ერთი სახეობა.

კავკასიონის ნაშალი ფერდობები და მიუვალი კლდეები აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის, არჩვისა და ნიამორის სამშობლოა. ჯიხვის მეზობელია კავკასიის ენდემი - კავკასიურ შურთხი, ხოლო დეკიანებსა და არყნარებში ცხოვრობს კავკასიური როჭო.

მსხვილი ჩლიქოსნებიდან თუშეთის ტყეებში შესაძლებელია შველის, იშვიათად კი ირმის ნახვა. მეზობელი დაღესტნის ტერიტორიიდან თუშეთში რეგულარულად შემოდის გარეული ღორი.

თუშეთი მდიდარია მტაცებლებით - მელა, მგელი, აფთარი, მურა დათვი, ფოცხვერი. 

თუშეთი ორნითოლოგიური თვალსაზრისითაც საკმაოდ მრავალფეროვანი მხარეა. აქ მრავალი სხვადასხვა ზომისა და განსხავებული ცხოვრების წესის მქონე ფრინველი ბინადრობს. თუშეთის მიუვალი კლდეები უზარმაზარი ფრინველების _ ორბების, ბატკანძერებისა და მთის არწივების საბუდარია. ეროვნულ პარკში ასევე მრავლად არის წარმოდგენილი: ნაძვის ნისკარტმარწუხა, რამდენიმე სახეობის კოდალა, წითელთავა მთიული, მთის მწყერჩიტები და წითელფრთიანი კლდეცოცია, კაკბი, ბუემი, მთის კირკიტა, კაკაჩა და პლანეტის ყველაზე სწრაფი ფრთოსანი - შევარდენი.

თუშეთის მდინარეები კალმახითაა მდიდარი.

თუშეთში გვხვდება ქვეწარმავლების სამი სახეობა: Coronella austriaca, Vipera ursini, Lacerta sp. და სხვა, ასევე გავრცელებულია ამფიბიის ერთი სახეობა - მწვანე გომბეშო.


საქართველოს „წითელი ნუსხის" სახეობებ

თუშეთის ეროვნული პარკის ფაუნის 18 (6 ფრინველის, ძუძუმწოვრების 7 და თევზის 1) სახეობა საქართველოს "წითელ ნუსხაშია" შესული. ძუძუმწოვრებიდან აღსანიშნავია: მურა დათვი, ჯიხვი, ნიამორი, ირემი, იშვიათი სახეობის ფრინველებიდან კი გავრცელებულია: ბექობის არწივი, დიდი მყივანი არწივი, ველის კირკიტა, ღალღა,კავკასიური როჭო და კავკასიური შურთხი.  ველის არწივი, ძერა, სვავი და ველის ძელქორი. ამ ტერიტორიებზე თევზის  სახეობებიდან, მხოლოდ კალმახია წარმოდგენილი.


ენდემური სახეობები

ენდემური წვრილი ძუძუმწოვრებიდან თუშეთში გვხვდება: Sorex raddei, Sorex volnuchini, Myotis daubentonii Chionomys gud, Chionomys roberti, Terricola majori, Terricola daghestanicus და სხვა. ენდემური ფრინველებიდან აღსანიშნავია კავკასიური როჭო და კავკასიური 


ფასიანი სერვისები

საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.

მეტის ნახვა

ტრანსპორტი

გაიგეთ როგორ შეგიძლიათ მოხვდეთ საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

გზამკვლევი

დაგეგმეთ მოგზაურობა საქართველოს ეროვნულ პარკებში.

მეტის ნახვა

ჩვენს შესახებ

ძვირფასო მოგზაურებო, გიწვევთ საქართველოს ეროვნულ პარკებში სამოგზაუროდ.

მეტის ნახვა