

ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით, ღორი ტაბუირებული ცხოველია თუშეთში. ამიტომ მისგან დამზადებული საკვები პროდუქტის ატანა და ჭამა თუშეთის ტერიტორიაზე მიუღებელია ადგილობრივებისათვის და აღიქმება მათი წეს-ჩვეულებების უპატივცემულობად.
ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით თუშეთში არსებული ჯვარ-ხატების ტერიტორიებზე მანდილოსნების (დედათა წესის ასაკის) შესვლა არ შეიძლება.
თუშეთში არ არის საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტები: ავტოგასამართი სადგური, ბენზინგასამართი სადგური, აფთიაქი, სილამაზის სალონი, ბანკი/ვალუტის გადასახურდავებელი სალაროები.
მათთვის ვისაც სალაშქროდ სიარული ველოსიპედით უყვართ, დაცულ ტერიტორიებზე ველო ბილიკებია მოწყობილი. იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ველოსიპედი არ გყავთ, ტრანსპორტის ადგილეზე ქირაობაცაა შესაძლებელი.
1 სთ ქირაობა - 10 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 5 ლარი;
1 დღე ქირაობა - 40 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 20 ლარი.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდი - 577 10 18 92
ომალო-დართლო, შენაქო-დიკლო- 1 დღე
გომეწრის ხეობა - დოჭუ-ჯვარბოსელი - 2 დღე
სეზონი: ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით.
ველოსიპედების ქირაობა შესაძლებელია თუშეთის დაცული
ჯირითის მოყვარულებს, დაუვიწყარი თავგადასავლისთვის თუშეთის ეროვნულ პარკში საცხენოსნო ტურები გელოდებათ.
ცხენების ქირაობა შესაძლებელია ადგილობრივი მოსახლეობისგან
თუ თქვენ თავისუფალი დროის მშვიდ გარემოში გატარება გსურთ და სურვილი გაქვთ დააკვირდეთ საქართველოში მობინადრე, თუ გადამფრენ ფრინველებს, ეროვნული პარკების ვიზიტორთა ცენტრებში ჭოგრიტის ქირაობასაც შეძლებთ და სპეციალურ კოშკურებსაც გამოიყენებთ.
ფასიანი სერვისები
საქართველოს ეროვნულ პარკებში თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ფასიანი ეკოტურისტული სერვისებით.
მეტის ნახვა